ზამთრის სეზონზე ვაშლით მომზადებული ნამცხვრები ძალიან პოპულარულია ზამთარში ახალ-ახალი ხილით განებივრებულნი არ ვართ. ყველაზე ადვილად ამ სეზონზე ვაშლი ინახება, რომელიც ვიტამინებითაც გვამარაგებს. ამიტომ ზამთრის სეზონზე ვაშლით მომზადებული ნამცხვრები ძალიან პოპულარულია. თუ ვაშლის გულსართს ლიმონასც დაუმატებთ, მართლაც დაუვიწყარი არომატი გამოგივათ. გთავაზობთ ვაშლის ნამცხვარს, რომელიც სამარხვოდაც შეგიძლიათ "გადააკეთოთ"
დაგჭირდებათ:
ფქვილი - 280 გ
გამაფხვიერებელი - 1,5 ჩ.კ.
მარგარინი ან კარაქი - 225 გ +ცოტა საცხობი ლანგრის გასაპოხად
180 გ შაქარი
4 ს.კ. შაქრის პუდრი
2 ს.კ. მაწონი ან სამარხვო მაიონეზი (უამისოდაც გამოვა)
ლიმონის ცედრა,
4-6 გაეხილი ვაშლი.
მომზადება:
კარაქი და შაქარი ითქვიფება, ემატება მაიონეზი, მწიკვი ვანილი, ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.
ცომი ორად გაყავით, ერთი ნახევარი 30 წთ საყინულეში შედგით.
ვაშლი გახეხეთ, მოაყარეთ შაქრის პიდრა და ლიმონის ცედრა.
გააბრტყელეთ ცომის ერთი ფენა, მოაყარეთ გახეხილი ვაშლი, რომელსაც ცოტათი ხელშI გაწურავთ. გამოიღეთ მაცივრიდან ცომის მეორე ნახევარი და მოახეხეთ ნამცხარს.
ცხვება 180 გრადუსზე. მოაყარეთ შაქრის პუდრა.