გადავხედოთ ამ რამდენიმე გამოცემას, რომლითაც ბავშვს ნებისმიერი მშობელი გაახარებს იმისთვის, რომ ბავშვი კარგად განვითარდეს, თამაშ-თამაშით ისწავლოს და მოგვიანებით წიგნებიც შეუყვარდეს, აუცილებელია საფუძვლის ჩაყრა პატარა ასაკიდანვე. სწორედ ამ დროს ეძებენ მშობლები ყველაზე ხშირად არა მხოლოდ გასართობ, არამედ შემეცნებით გამოცემებს.
ამჯერად გვინდა მოგითხროთ რამდენიმე იმ წიგნზე, რომლებმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო სწორედ შემეცნებითი, გასართობი კუთხით და ისინი სხვადასხვა ასაკის პატარას ნამდვილად დააინტერესებენ და გაართობენ. გადავხედოთ ამ რამდენიმე გამოცემას, რომლითაც ბავშვს ნებისმიერი მშობელი გაახარებს.
„მოდი, დავხატოთ მანქანები“ - ქეით სანდერსის წიგნი ჭკვიან პატარებს ხატვის სწავლაში დაეხმარება. კითხვა-კითხვითა და თამაშ-თამაშით სპეციალურ დაფაზე სხვადასხვა ტრანსპორტის დახატვა შეიძლება - ბავშვი ხატვასაც ისწავლის და კარგადაც გაერთობა. თუ 3-დან 6 წლამდე ასაკის პატარა გყავთ, ეს წიგნი სწორედ მისთვისაა ზედგამოჭრილი. ამ წიგნის ფასი 14 ლარია.
„თხამ ვენახი შეჭამა“ (ააწყვე ზღაპარი კუბებით) - ვინ არ იცის ეს სახალისო ხალხური ლექს-ზღაპარი? ზოგმა პატარამ ზეპირად იცის, და წარმოიდგინეთ, როგორ გაერთობა და გახალისდება, როცა ზღაპარს ფერად-ფერადი კუბებით ნაწილ-ნაწილ ააწყობს, თან გაერთობა, ითამაშებს და თან ისწავლის კიდეც.
სერია „ეს სამყაროა“ - ეს უკვე ცოტა მოზრდილი ბავშვებისთვის არის, რომელთაც კითხვა კარგად იციან და ბევრი შეკითხვა დაუგროვდათ. სერიის სხვადასხვა წიგნში - „სტიქიური მოვლენები“, „ზვიგენები“ და ა.შ., სხვადასხვა თემაზე ამომწურავ პასუხებს მიიღებენ. მაგალითად, "სტიქიური მოვლენების” ყოველ გვერდზე გაეცნობა უახლეს ინფორმაციას ბუნების სტიქიური მოვლენების შესახებ, შეიტყობს რა იწვევს ძლიერ ქარებს, როგორ წარმოიქმნება წყლისგან ღრუბლები, რა საშუალებით დავიცვათ თავი პაპანაქება სიცხისგან. ასევე დაათვალიერებს ულამაზეს სამგანზომილებიან ილუსტრაციებს. ეს წიგნი 20 ლარი ღირს.
იაკობ გოგებაშვილის ”სიკეთე და ადამიანები” (წიგნი ყულაბა) - გარდა იმისა, რომ წიგნში იაკობ გოგებაშვილის მიერ მოთხრობილი ამბებია სიკეთეზე, რომლებითაც პატარა ისწავლის, რას ნიშნავს სიკეთე და როგორები არიან კეთილი ადამიანები, წიგნის მეშვეობით, რომელიც თან ყულაბის ფუნქციასაც ასრულებს, შეუძლია ფული მოაგროვოს კეთილი საქმეებისთვის. არც ერთი ბავშვი არ იტყვის უარს ასეთ ყულაბაზე. მისი ფასი 14 ლარია.
სწორედ ეს წიგნები, და კიდევ ბევრი სხვა, შეიძლება მოიგოთ პალიტრა L-ის გრანდიოზულ გათამაშებაში, რომელიც უკვე დაიწყო და უკვე ჰყავს გამარჯვებულები. ალბათ გახსოვთ წესები - თუ ამ გამომცემლობის 20 ლარის საფასურის წიგნებს შეიძენთ, ავტომატურად ხდებით მოგებული - იგებთ პალიტრა L-ის ძალიან კარგ წიგნს (შეიძლება, ჩამონათვალიდან ერთ-ერთი იყოს მათ შორის) და + ამას, მეორე ბილეთს, რომელიც მოგვიანებით გათამაშდება და საკმაოდ სოლიდურ საჩუქრებს გულისხმობს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თამაშის წესებს: ყოველ 20-ლარიან შენაძენზე (გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებზე) მკითხველი ადგილზე მიიღებს გათამაშების 1 ბილეთს, გადაფხეკს გადასაფხეკ ველს, მოიგებს გარანტირებულ პრიზს - წიგნს. აგრეთვე შეავსებს ბილეთის მეორე ნაწილს, ჩააგდებს წიგნის მაღაზიაში განთავსებულ სპეციალურ ყუთში და დაელოდება 29 მაისის მთავარ გათამაშებას, სადაც გათამაშდება 4 მთავარი პრიზი: ავტომობილი, ერთ კვირიანი საგზური ევროპაში, 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი და აიფონ 6 s. აღსანიშნავია, რომ გარანტირებულ პრიზებში გამოტანილია „გამომცემლობა პალიტრა L“-ის ყველა წიგნი, მათ შორის წიგნები ისეთი ბესტსელერი სერიებიდან როგორებიც არის „100 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, „სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული“, ლიბერთინსის წიგნები, ენციკლოპედიები, საბავშვო ლიტერატურა და სხვა.
გათამაშების მთავარი სლოგანია #იკითხედამოიგებ
გათამაშების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ როგორც სპეციალურ ვებ გვერდზე www.palitral.ge/lottery, ასევე სოციალურ ქსელში ჰეშტეგით #იკითხედამოიგებ.
გათამაშება გაიმართება 29 მაისს, 18:00 საათზე. ტელეკომპანია Palitra News-ისა და „რადიო პალიტრას“ პირდაპირ ეთერში.
ყველას გისურვებთ წარმატებას და ბევრი კარგი საჩუქრის მიღებას!