ვფიქრობ, გემრიელი ძეხვეული ბევრს გიყვართ. და, თუკი ეს ასეა, მაშინ სწორედ ამ ძეხვეულის და კიდევ ბევრი გემრიელი პროდუქტის მწარმოებელი კომპანია "ნიკორაც" გეცოდინებათ. ვფიქრობ, გემრიელი ძეხვეული ბევრს გიყვართ. და, თუკი ეს ასეა, მაშინ სწორედ ამ ძეხვეულის და კიდევ ბევრი გემრიელი პროდუქტის მწარმოებელი კომპანია "ნიკორაც" გეცოდინებათ. იქნებ შარშანდელი ჩვენი ჟურნალისა და "ნიკორას"ერთობლივი საბავშვო კონკურსიც გახსოვთ - და მეტიც, მონაწილეობა გაქვთ მიღებული მასში? ჰოდა, თუ ასეა, მაშინ გეტყვით, რომ წელსაც იწყება საბავშვო კონკურსი. თუ შარშან მონაწილეობდი, ნურც წელს გაუშვებ შანსს, მიიღო ბევრი საჩუქარი! თუ შარშანდელ კონკურსში არ მიგიღიათ მონაწილეობა, ბევრი დაგიკარგავთ - ასე რომ, ჩაერთეთ წლევანდელ კონკურსში, იმისთვის რომ სხვა ბავშვების მსგავსად, თქვენც დასაჩუქრდეთ.
მაშ ასე, "ნიკორა"აგრძელებს ბავშვთა კონკურსს. დახატეთ და გამოგვიგზავნეთ თავისუფალი თემა "ნიკორაზე". მაგალითად: "მე და ნიკორა", "ჩემი ნიკორა", ან სხვა, ნებისმიერი თემა თქვენი ფანტაზიით. მთავარია "ნიკორა" იყოს ნახატის მთავარი გმირი. ჩართეთ ფანტაზია, წარმოიდგინეთ, რა არის თქვენთვის "ნიკორა", რა გახსენდებათ "ნიკორაზე", და გადმოეცით თქვენი შთაბეჭდილება.
გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე საინტერესოდ წარმოგვიდგენს "ნიკორას". ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული - "ნიკორა" 3 საუკეთესო ნამუშევრის ავტორს დააჯილდოებს.
როგორ მივიღოთ კონკურსში მონაწილეობა?
დახატე თავისუფალი თემა "ნიკორაზე", გადაუღე შენს ნამუშევარს ფოტო და გაგზავნე "ნიკორას" ფეისბუქის გვერდზე - ნიკორა / NIKORA - პირად შეტყობინებაში.
არ დაგავიწყდეს სახელის, გვარის, ასაკის, ტელეფონის ნომრის და სკოლის ან საბავშვო ბაღის მითითება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეგიძლია, თუ ჯერ კიდევ არ გამხდარხარ 13 წლის. ნახატები მიიღება 29 მაისამდე... საუკეთესო ნამუშევრებს "საბავშვო კარუსელი" დაბეჭდავს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან "ნიკორას" ფეისბუქის გვერდზე, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს - ზუსტად 17:00 საათზე!
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ სს "ნიკორას" თანამშრომლების შვილებს.
პრიზები:
I ადგილი - "ნიკორას" მხიარული თოჯინები, მზარეული და ძროხა სკოლაში ან საბავშვო ბაღში ტკბილეულითა და საჩუქრებით გესტუმრებათ.
II ადგილი - დაჯილდოვდებით სახატავი ნაკრებით.
III ადგილი - დაჯილდოვდებით სახატავი ნაკრებით.