საჩუქრების ცვენა მთაწმინდის პარკში 1 ივნისს განსაკუთრებით ლამაზი და ღიმილიანია თბილისი. ყველაფერი უხარიათ ბავშვებს იმიტომ, რომ იციან, მათი დღეა. კომპანია "ჰოთსეილმა" ძალიან დიდი სიურპრიზი მოუწყო პატარებს და უამრავი საჩუქრით დაასაჩუქრა მთწმინდის პარკში.
იყო უამრავი ლამაზი დაფერადი ბუშტები კომპანია "ეარ არტისგან". ძალიან მხიარულმა ანიმატორება გასართობ ცენტრ "არლეკინიდან" ყველაზე მხიარულად გაართეს პატარები.
ესპანურმა საბავშვო კომპანია "შიკ ბებემ" ძალინ კარგი საჩუქრებით დააჯილდოვა აქტივობებში გამარჯვებული პატარები. კულმინაცია საბავშვო გორგოლაჭების გათამაშება იყო.
საჩუქრები იყო კომპანია "ინტექსისგანაც". 1 ივნისს დარიგდა დაახლოებით 60 ვაუჩერი გასართობ ცენტრ "ლაიკისგან", სადაც მისულ პატარებს უარავი გასართობი, სასრიალოები და დისნეის გმირები ელოდებიან.
"ასეთი მრავალფეროვანი და ლამაზი დღე ვაჩუქეთ პატარებს, ისინი ხომ ყველაფერს იმსახურებენ. გვინდა მათ ფერადი, ლაღი და უდარდელი ბავშვობა ვუსურვოთ", - ამბობენ "ჰოთსეილის" ამ არაჩვეულებრივი დღის შემქმნელები.