ანტიკვარული ავეჯი და ძვირფასი ნივთები ბუბა კიკაბიძე ვერაზე, სამსართულიან სახლში ცხოვრობს. მისაღებ ოთახში შესვლისთანვე მიხვდებით, რომ სახლში ვარსკვლავი ცხოვრობს. ირგვლივ "ორერას" აფიშებია, ანსამბლისა, რომელშიც ბატონი ვახტანგი მღეროდა და უკრავდა. კედლებს ამშვენებს ასევე წინაპართა ფოტოები, ბატონი ვახტანგი ხომ ბაგრატიონთა შთამომავალია. ამ ყველაფერს გემოვნებით ეხამება ულამაზესი ანტიკვარული ავეჯი.
თვალში საცემია ასევე მშვენიერი გალერეა, რომელშიც გაერთიანებულია მრავალი საინტერესო ფერწერული ტილო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს მასპინძელს მშვენიერი გემოვნება აქვს. ანტიკვარული ავეჯი კი ბატონ ბუბას ბებიისგან დარჩა.
ბუბას პირადი ცხოვრება არც ისე გასაჯაროებულია და მას არც უყვარს პირადზე საუბარი. მისი მეუღლე ირინა გურამ საღარაძის პირველი მეუღლე გახლდათ. მსახიობთან ერთი ქალიშვილი მარინა საღარაძე ჰყავს. ცნობილია, რომ ბუბამ მარინა როგორც საკუთარი შვილი ისე გაზარდა. მეუღლესთან კი საერთო ვაჟი შეეძინა. იხილეთ ბინის ფოტოები