სახლში ბევრი სივრცეა დატოვებული დიანას ბავშვისთვის, რომ თავისუფლად გაერთოს ახალი დიზაინერული შტრიხები, ულტრათანამედროვე და ცოტა უცნაური აქსესუარები - ეს ყველაფერი მისთვის უცხოა. დიანა ღურწკაიასთვის მთავარია, რომ მის სახლში სუფევდეს სიმშვიდე და სიმყუდროვე.
- ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა. ძალიან მიყვარს, გასტროლების შემდეგ სრულ რეაბილიტაციას მხოლოდ საკუთარ სახლში ვახერხებ, გავაღებ თუ არა კარს და შევიგრძნობ თუ არა ჩემი სახლის სურნელს, თავს უზომოდ ბედნიერად და დაცულად ვგრძნობ.
ძალიან მიყვარს სტუმრების გამასპინძლება. რომ არ მოვიწყინოთ ხოლმე, ხშირად ვმღერი. საკუთარ თავს აკომპანემენტს თავად ვუკეთებ ფორტეპიანოზე, იშვიათად ცოტ-ცოტას გიტარაზეც ვუკრავ ხოლმე. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ძირითადად საკუთარ რეპერტუარს ვასრულებ, კონცერტზე ხომ არ ვართ. მიყვარს სხვა შემსრულებლების სიმღერების შესრულება, ასევე ხალხური სიმღერები.
დიანა ღურწკაია მოსკოვის ცენტრში, ძველ არბატზე ცხოვრობს. გარედან გეგონებათ, რომ სახლი ძალიან ძველია, თუმცა სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით სტუმრობის დროს. ირგვლივ საოცარი სისუფთავეა.
ამ ადგილზე ძველებური სახლი იყო. როდესაც მისი რესტავრირებ გადაწყვიტეს, მიხვდნენ, რომ შიგნით აბსოლუტურად ყველაფერი უნდა შეეცვალათ, ძველი სახლის დანგრევა და მისი იდენტურის, ახლის აშენება ბევრად იაფი დაჯდებოდა.
დიანას ბინა ამ სახლში ყველაზე დიდია. მისი გარემონტება დროში საკმაოდ გაიწელა. ერთდოულად რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა.
სახლში ბევრი სივრცეა დატოვებული დიანას ბავშვისთვის, რომ თავისუფლად გაერთოს, ითამაშოს და სასიამოვნოდ გაატაროს დრო. მისი ინტერესები სხვა ოთახების მოწყობის დროსაც გაითვალისწინეს. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები