კლასიკური სტილი აქ თითქმის კულტად არის ქცეული მარინის თეატრის პრიმაბალერინას, ირმა ნიორაძის სახლი ბევრს მეტყველებს დიასახლისის შესახებ. კლასიკური სტილი აქ თითქმის კულტად არის ქცეული, სამხრეთის ყვავილები კი მას ჰარმონიულად ერწყმის. მკაცრ მაგიდასა და ბუხარს კი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირები, ფაიფურის ფიგურები და ძველებური ლარნაკები ათბობს და ამშვენებს.
რობესპიერის სანაპიროზე გადასვლამე ირმა ნიორაძის ოჯახი მარინის თეატრთან ახლოს ცხოვრობდა, თუმცა სამუშაო ადგილთან ძალიან ახლოს ცხოვრება არც ისე სასიამვნო აღმოჩნდა ბალერინასთვის, რადგან ძალაუნებურად მუდმივად იყო ჩართული თეატრის რუტინაში და სრულფასოვან დასვენებას ვერ ახერხებდა. ამიტომაც, ირმას და მის მეუღლეს, ცნობილ ქართველ მეღვინეს, გოცა ჩხაიძეს დიდხანს არ უფიქრიათ ახალი ბინის შეძენაზე ნევის სანაპიროზე.
1990-იანი წლები დასაწყისში ეს გახლდათ ჩვეულებრივი კომუნალური სახლი, რომელშიც 10-მდე ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით ეს სახლი მთლიანად, კაპიტალურად გადააკეთეს, ააშენეს სულ ახალი კედლები და შეღებეს ნაზ, პასტელის ფერებში.
მასპინძლები სტუმრებს ძირითადად მისაღებ ოთახში უმასპინძლდებიან. თავიდან ეს ოთახი ჩაფიქრებული იყო როგორც საბალეტო სტუდია და მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის პროცესში შენობამ ფუნქცია შეიცვალა, სადღესასწაულო განწყობა მაინც ყოველთვის იგრძნობა. თუმცა საბოლოოდ საბალეტო ოთახი საძინებელსა და აბაზანას შორის განთავსდა, სადაც ქალბატონი ირმა პუანტებსა და საბალეტო კოსტიუმებს ინახავს. იხილეთ სახლის ფოტოები