კარლო პონტი მასზე ბევრად უფროსი იყო, მაგრამ მთავარი მისცა სოფიას - ოჯახური ბედნიერება სოფი ლორენი დღეს ლეგენდარული მსახიობია, რომელიც ახერხებს, 81 წლის ასაკშიც კი ბრწყინვალედ გამოიყურებოდეს. სილამაზითა და ნიჭით განთქმულს იმის გამოც სცემენ პატივს, რომ მის ბიოგრაფიაში არ იყო ბევრი სიყვითლე და სკანდალები, ერთ ქმართან ცხოვრობდა წლების განმავლობაში და მისი გარდაცვალების შემდეგაც არ გათხოვილა. რეჟისორი კარლო პონტი მასზე ბევრად უფროსი იყო, მაგრამ მთავარი მისცა სოფიას - ოჯახური ბედნიერება. წყვილმა ორი შვილი გაზარდა ერთად და ბევრი მძიმე პერიოდიც გამოიარა...
დღეს სოფია ჟენევაში ცხოვრობს, ძველებურ სახლში, რომელიც ვინტაჟურ სტილშია მოწყობილი, ძველებური ავეჯით, მასიური გობელენებით და ოჯახური ფოტოებით.
სახლს მშვენიერი მყუდრო ბაღი აქვს, სადაც მსახიობი საღამოებს ატარებს ხოლმე. მისი ახლანდელი სამყოფელი ნამდვილად შეეფერება ქვრივი ქალის ნავსაყუდელს.
თუმცა იყო დრო, სოფია გრანდიოზულ სასახლეში ცხოვრობდა ქმარ-შვილთან ერთად და მისი დიდებულება ყველას აოცებდა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები