"ვოგის" ჟურნალისტები ქართველი დედა-შვილების ჩაცმულობამ აღაფრთოვანა (+ფოტოები) - მშობლები

"ვოგის" ჟურნალისტები ქართველი დედა-შვილების ჩაცმულობამ აღაფრთოვანა (+ფოტოები)

2016-05-10 16:30:51+04:00

ვინ მოხვდა "ვოგის" ობიექტივში? თბილისში ჩატარებულმა მოდის კვირეულმა უცხოელი ჟურნალისტებისა და მოდური ბლოგერების ყურადღება განსაკუთრებით მისი ქართველი დამსწრეებითა და მათი ჩაცმულობით დაიმსახურა. გემოვნებიანი ცნობილი ქალბატონების შემდეგ მათი აღტაცება დახვეწილმა ქართველმა დედა-შვილებმა გამოიწვიეს.

ჟურნალ "ვოგის" საიტზე ცალკე სტატია მიეძღვნა იმას, თუ რა კარგად შემოსილები და დახვეწილები მივიდნენ ამ ღონისძიებაზე ცნობილი ქალბატონები და ასევე გემოვნებით ეცვათ მათ შვილებს.

"ვოგის" ობიექტივში მიხვდა კახა კალაძის მეუღლე, მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე თავის სამ შვილთან ერთად.

mshoblebi

ცნობილი ბლოგერი და მოდის კრიტიკოსი ნინო ელიავა თავის ერთი წლის ვაჟ გიოსთან ერთად.

mshoblebi

ლენკა ციციშვილი და მისი 8 წლის ქალიშვილი ქეთევანი.

mshoblebi

ანი მოქია და მისი 5 წლის ქალიშვილი ალექსანდრა

mshoblebi

11 წლის გოგონა, რომელიც მსოფლიოს აოცებს!

mshoblebiქართველი გოგონა, რომლითაც იტალიური მოდის ინდუსტრია დაინტერესდა