თქვენ მოგწონთ ეს ორსული ლამაზმანი? კენდის სვეინპოლი იმ ცნობილ მოდელთა შორის არის, რომელთაც უყვართ ფეხმძიმობისას ფოტოების გადაღება. უფრო მეტიც, ამ მდგომარეობაში თავს შესანიშნავად გრძნობენ და სურთ, სხვებსაც გაუზიარონ ეს სიხარული.
კენდისი შიშვლადაც იღებს ფოტოებს და ცოტა ხნის წინ ცნობილი ჟურნალის გარეკანისთვისაც იპოზიორა. კენდისს სურს, ამ წლის ყველაზე ლამაზი ორსულის სტატუსს დაეუფლოს.
წლების განმავლობაში ასეთი სითამამისთვის, ორსულობის დროს, მიუმართავთ ბრიტნი სპირსს, მონიკა ბელუჩის, კრისტინა აგილერას... ახლა კენდისიც შეუერთდა. თქვენ მოგწონთ ორსული ლამაზმანი?