ქეთას ახალი წარმატებული საქმე და დედა-შვილის ფოტოები პლაჟიდან ქეთას მორიგი წამოწყება საკმაოდ წარმატებით ვითარდება. როგორც იცით, მომღერალმა, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ვარსკვლავად მიიჩნევა, წლების წინ დიზაინერობაც წამოიწყო. ხოლო მას მერე, რაც ოლივია გამოჩნდა მის ცხოვრებაში, ქეთა საბავშვო მოდაზეც დაფიქრდა და გადაწყვიტა, ბავშვებისა და მათი დედიკოებისთვის მსგავსი მოდური სამოსი გამოუშვას.
"ახალ კოლექციას ერქმევა KETIone for Olivia. იყო მომენტი, როცა ჩემი შვილისთვის პატარა მოდური ქურთუკის ყიდვა მინდოდა და ვერაფერი ისეთი ვერ ვნახე, რაც მომწონდა. გადავწყვიტე, თავად შემექმნა. ასე წამოვიწყე ეს კოლექცია. მინდა საკუთარი თავიც გავახარო და ახალგაზრდა მოდური დედიკოებიც, რომელთათვისაც ცალკე ვამატებ მოდელებს", - ამბობს ქეთი.
რა თქმა უნდა, პირველი კოლექციას ოლივია ირგებს. ამჯერად ზღვის სანაპიროზე გაერთო დედასთან ერთად, რომელიც მართლაც შესანიშნავ ფორმაშია. ოლივიაც ეფექტურად გამოიყურებოდა დედასთან ერთად - ვარდისფერი მოდური საცურაო კოსტიუმით.