იახტები, ძვირფასი სამკაულები, ძვირად ღირებული მანქანები, ჩანთების კოლექცია... - მოსკოველი ქართველის მდიდრული ცხოვრება 39 წლის იზოლდა იშხანიშვილი წლების წინ საზოგადოებამ სიმღერის ნიჭით გაიცნო. მაშინ ახალგაზრდა გოგონა ჯგუფ “ლიცეის” სოლისტი იყო და ორ კოლეგასთან ერთად, დიდი წარმატებითაც გამოდიოდა სცენაზე. მოგვიანებით ჯგუფი დაიშალა, გოგონები აღარ ჩანდნენ ასპარეზზე, თუმცა იზოლდამ კვლავ მოახერხა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
ჯგუფის დაშლის შემდეგ ის მალევე გათხოვდა. როგორც რუსულ პრესაში წერენ, მანამდეც ფუფუნებაში იყო გაზრდილი და ქმარიც მდიდარი “შეხვდა”, თანდაყოლილი დახვეწილი გემოვნებაც აღმოაჩნდა და ასე იქცა თანდათან ბომონდურ ქალბატონად, რომელიც თითქმის ყველა საჯარო ღონისძიებას და წვეულებას ესწრება წლების განმავლობაში და საზოგადოებას თავისი მოდური სამოსით და ფუფუნებით აოცებს. სოციალურ ქსელში იზოლდა ხშირად დებს ფოტოებს, სადაც თავს იწონებს “ჰერმესის” აქსესუარებით, ბრილიანტებით და ლუქს-ავტომბილებით.
იზოლდა მოსკოვის ელიტურ დასახლებაში – ჟუკოვკაში ცხოვრობს, რომელიც სულ მილიონერებით არის დასახლებული, და ამბობენ, რომ იქაც კი შურთ მისი ადგილობრივ მდიდარ ქალბატონებს. რა ხანია, სცენაზე არ დგას, თუმცა გამუდმებით იღებს მიწვევებს მოსკოვის დახურულ ელიტურ ღონისძიებებზე. სამშენებლო მაგნატის დმიტრი დესიატნიკოვის ცოლი ბოლო დროს ყველა ღონისძიებას არ ესწრება, ურჩევნია, მეტი დრო დაუთმოს კურორტებზე სიარულს და შოპინგს. მისი საყვარელი ადგილებია მონაკო, ფორტე-დეი-მარმი, დუბაი და ლუგანო შვეიცარიაში, სადაც საკუთარი იახტით გადაადგილდება. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები