"დედიკოს წყალობით ჩემი ოცნება ახდა..." 4 წლის კაია ბერგერი დედის კვალს გაჰყვა და სამოდელო კარიერას იკეთებს. უკვე არა მხოლოდ ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობს, არამედ ცნობილი ჟურნალების გარეკანებზეც ჩნდება. ამ დღეებში Pოპ Mაგაზინე-ის გარეკანზე გამოჩნდა, რომელიც დედამისმა პირველად 16 წლისამ დაამშვენა.
ჟურნალის რედაქტორებმა კაია მსოფლიოს ულამაზეს გოგონად დაასახელეს და სექტემბრის ნომრისთვის მასთან ერთად სამი გარეკანი შექმნეს.
“არასდროს მიფიქრია, რომ ასე ადრეულ ასაკში აღმოვჩნდებოდი ამ ჟურნალის გარეკანზე. დედიკოს წყალობით, რომელთან ერთადაც წლის დასაწყისში ფრანგული “ვოგისთვის” ვიპოზიორე, ჩემი ოცნება ახდა. ახლა უკვე მარტო ვპოზირებ”, - აღიარა კაიამ. იხილეთ ფოტოები