ყველაზე კითხვადი
ინტერნეტში ლანძღავენ დედას, რომლის წლინახევრის გოგონამ პოდიუმი დაიპყრო
ინტერნეტში ლანძღავენ დედას, რომლის წლინახევრის გოგონამ პოდიუმი დაიპყრო
გოგონამ ჯერ სიარულიც არ იცოდა, როდესაც პირველი კონკურსის გამარჯვებული გახდა პატარებს შორის. ახლა ის წელიწად-ნახევრისაა და უკვე 5 ტიტული და არაერთგვაროვანი რეპუტაცია აქვს ინტერნეტში.
დედამ თავისი 19 თვის გოგონას სამოსისთვის უკვე რამდენიმე ათასი ფუნტი დახარჯა: სხვადასხვა მოსართავი, ბრჭყვიალები, მაქმანები ხომ საბავშვო კონკურსების აუცილებელი ატრიბუტია.
mshoblebi
"მას უყვარს ყურადღება, ყოველთვის იღიმის და ხელს უქნევს მაყურებელს. მე კი მიჩნდება მიზეზი იმისა, რომ ვუყიდო ახალ-ახლი კაბები", - ამბობს გოგონას დედა კეტი ტეილორი.

ქალმა ერთი წლის
You must have Flash Player installed in order to see this player.
წინ ტელევიზიით უყურა შოუს, სადაც პოდიუმზე გამოდიოდნენ პატარა გოგონები. ამის
შემდეგ გადაწყვიტა, რომ მისი პატარაც მიიღებდა მონაწილეობას ამ შოუში. ოტემი მაშინ 9 თვის იყო, მან ჯერ სიარულიც არ იცოდა, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა კეტის. უყიდა ღია ვარდისფერი ფუშფუშა კაბა და წაიყვანა ბავშვი პოდიუმზე.

"ძალიან ვღელავდი. ოტემმა არ ჩამაცმევინა ახალი კაბა. ამიტომ პოდიუმზე გამოვედით ყოველდღიურ სამოსში. მიუხედავად ამისა, მან მაინც მიიღო პირველი ტიტული და გვირგვინი", - ამბობს კეტი.
mshoblebi
ახლა საკონკურსო გარდერობში ოტემს აქვს ხელით ნამუშევარი ოქროსფერი და თეთრი კაბები, მულტფილმის გმირების კოსტუმები. სცენაზე ყოველთვის იღიმის, სიამოვნებით ცეკვავს მუსიკის თანხლებით და მაყურებელს უგზავნის ჰაეროვან კოცნებს.
თუმცა ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს კეტის. ის ინტერნეტში, სრულიად უცხო ადამიანებისგან იღებს კრიტიკის წერილებს. ის დაადანაშაულეს იმაში, რომ იყენებს შვილს და მისგან უზნეო ადამიანს აყალიბებს.

"ვიცი, რომ ბევრს არ მოსწონს მაკიაჟი პატარა ბავშვებზე, გლამურული კაბები, მაგრამ ვთვლი, რომ ეს მათი პირადი აზრია. მე და ოტემი გავაგრძელებთ კონკურსებში მონაწილეობას მანამ, სანამ მას ეს მოეწონება", - პასუხობს კეტი კრიტიკოსებს.
mshoblebi
"გლამურული" ცხოვრება ოტემისთვის უკვე ცხოვრების წესი გახდა: მას აქვს თავისი ტანსაცმლის კარადა, სადაც უამრავი ლამაზი კაბა და ქუდი ინახება. შარვალს და ჯინსებს გოგონა არ ატარებს.

"ყველა მეკითხება, თუ როგორ გადაადგილდება თავის ფუშფუშა კაბებში. მან ისწავლა და ადვილად ართმევს თავს სცენაზე მოძრაობას. ამასთან, ძალიან საყვარლად გამოიყურება. მის სანახავად ხალხი სიამოვნებით მოდის", - ამბობს კეტი. საახალწლოდ ოტემის გარდერობის გასანახლებლად კეტიმ 1000 ფუნტი დახარჯა და 20 ახალი კაბა იყიდა. პატარა მოდელის კარიერა ხომ ახლა იწყება.

ასევე იხილეთ: ჰიპერმზრუნველობა და კონკურსებით გატაცება - თანამედროვე აღზრდის 5 საშიში ტენდენცია
7958
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
19.03.2017
გოგონების სილამაზეზე უკვე უკრაინის ფარგლებს გარეთაც საუბრობენ და...
14.03.2017
რას გვირჩევს დიზაინერი, რომლის შეკერილი სამოსიც სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს
03.03.2017
"ძალიან გამხდარი ვიყავი... იმიტომ, რომ საჭმელი სულ მაკლდა... დამცინოდნენ ავადმყოფი დის გამო" - იყიდა თუ არა კონკიამ ფულით ბედნიერება?
22.02.2017
მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და ახლავე აკეთებენ ფსონებს სამოდელო სააგენტოები
21.02.2017
როგორები არიან ახლა გოგონები, რომლებსაც სულ ცოტა ხნის წინ ულამაზეს ბავშვებად მიიჩნევდნენ
18.02.2017
ორი შვილის დედა კვლავაც ატარებს ექსპერიმენტებს და გასაოცრად უხდება ყველანაირი ვარცხნილობა (+ფოტოები)
04.01.2017
იმის მიუხედავად, რომ 38 წლის ასაკში უკვე მეოთხე შვილის დედა გახდა, ძალიან მოდური და ეშხიანია




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი