ყველაზე კითხვადი
როგორ საპატარძლო კაბებს იკერავენ ქართველი პატარძლები და რა აღარ არის მოდაში?
როგორ საპატარძლო კაბებს იკერავენ ქართველი პატარძლები და რა აღარ არის მოდაში?
ხათუნა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარული დიზაინერია. მართალია, გარკვეული - ობიექტური მიზეზების გამო ამ ეტაპზე საკუთარი ბუტიკი აღარ აქვს და სახლში მუშაობს, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს მის პოპულარობას. მის მიერ შეკერილ საქმიან, საბანკეტო თუ საპატარძლო კაბებს ხშირად აზიარებენ ფეისბუქზე და უამრავი მოწონებაც ხვდება ხოლმე წილად. ხათუნამ გვიამბო, როგორ ქმნის თავის კაბებს, რა ხიბლავთ უფრო ქართველ პატარძლებს და რა არის უფრო მოდური დღეს თბილისში?

- ოჯახის ნებასურვლის თანახმად, სკოლის დამთავრების შემდეგ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა ხატვა და დიზაინერობა ბავშვობიდან მიტაცებდა. პირველი
კურსის დამთავრებისთანავე მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი სამყარო, საკმაოდ ცუდად ვგრძნობდი თავს. ვსწავლობდი, მაგრამ ეს არ იყო ის, რაც მინდოდა. ოჯახის mshoblebiწევრებმაც ჩემ შემყურე, გააცნობიერეს, რომ არ იყო იქ ჩემი ადგილი, აღარ შემეწინააღმდეგნენ და მეც დავიწყე ოცნების ასრულებისკენ სვლა... მალე აღმოვჩნდი სამხატვრო აკადემიაში, რომელზეც ადრე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო. ჩემი სპეციალობა გახლდათ ტანსაცმლის დიზაინი ტრიკოტაჟის განხრით. 1999 წელს დავამთავრე, თუმცა ოჯახური მდგომარეობის გამო სადიპლომო მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ დავიცავი. სამაგიეროდ, ამასობაში, ამ წლების განმავლობაში იმდენი ნამუშევარი დამიგროვდა, სულ საკუთარი, არც ისე მცირე ნაშრომით დავიცავი დიპლომი.

- ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელში თქვენი შეკერილი კაბები, რომლებიც დახვეწილობით გამოირჩევა, ორიგინალობით და რაც მთავარია, უხდებათ ხოლმე მათ, ვისაც აცვია... 
- განსაკუთრებული საიდუმლო არ მაქვს, უბრალოდ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დამკვეთს ყველა კაპრიზი და მოთხოვნილება დავუკმაყოფილო. მივყვები სილუეტს, ყველა ხაზს, ყველა დეტალს განვიხილავ მათთან ერთად, რომ საბოლოო შედეგით კმაყოფილი დარჩნენ და ჩემ მიერ შექმნილ სამოსში თავი ბედნიერად იგრძნონ... მიწევს ასლების კეთებაც, მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების, ესეც მათი სურვილით. თუმცა რასაკვირველია, უფრო თავისუფლად და თამამად ვმუშაობ, როცა ჩემი დიზაინით ვკერავ. 

- რით მოწონთ უფრო თქვენი სამოსი – თარგია განსაკუთრებული, ხარისხზე მუშაობთ, ქალის ფორმებს ითვალისწინებთ თუ ეს ყველაფერი ერთად?
- ამბობენ, რომ განსაკუთრებული თარგი გაქვსო. რაღაც ჩემეული ფორმულები გამოვიგონე, რაც ხელიდან და გონებიდან მოდის და შეიძლება, ვერც ავხსნა. ხარისხიც თავსთავად. პატარა ხარვეზსაც კი, რასაც ასიდან ერთი შეამჩნევს, ჩემს თავს არ ვპატიობ და აუცილებლად ვასწორებ. ქალის ფორმებსაც ვითვალისწინებ და ყველაფერს ერთად. იდეალური შედეგისთვის ეს აუცილებელია. 
mshoblebi
- საიდან იღებთ იდეებს, გარდა იმისა, რომ ფანტაზიას უხმობთ – მოდას ითვალისწინებთ, ხელოვნებიდან იღებთ შთაგონებას თუ...
- 21-ე საუკუნეში იდეების აღება არ არის რთული. მთავარია, გემოვნება ჰქონდეს ადამიანს და ხედვა. კლიენტისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ. სხვადასხვა გემოვნების, სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლები მოდიან, ყველას თავისი ხედვები და მოთხოვნები აქვს და ამ დროსაც ჩემთვის საინტერესო ბევრი რამ ყალიბდება. ინტერნეტიც თავისთავად ბევრს აკეთებს, სიახლეების გაგებაში გვეხმარება და ა.შ. ტენდენციებსაც ვითვალისწინებ, სეზონის ხიბლს და ა.შ. თუმცა ჩემთვის ინდივიდუალიზმი მთავარია, ყველა ადამიანის სხეული და გემოვნება უფრო მეტს მკარნახობს, ვიდრე ტენდენციები.

- თუ შეგიძლიათ, რაღაც პატარა რჩევები მისცეთ სხვადასხვა კონფიგურაციის ქალებს – გამხდრებს, საშუალოებს, პუტკუნებს, ასევე დაბლებსა და მაღლებს...
- რჩევის მიცემა რთულია, განსაკუთრებით - ზოგადი რჩევების. ახალს ვერაფერს ვიტყვი. რაც ადამიანს გამორჩეულად კარგი აქვს, იმაზე უნდა გააკეთოს აქცენტი ყოველთვის. ხაზი არ უნდა გაუსვას იმას, რაც თავადაც არ მოსწონს. როცა ამას ცოტათი ჩააქრობ, მიმალავ, შენც კომფორტულად იგრძნობ თავს.
mshoblebi
- ვიცი, რომ თქვენთვისაც იკერავთ სამოსს და თქვენი შვილისთვისაც. როდის გრჩებათ ამის დრო და რამდენად კმაყოფილია თქვენი გოგონა, როგორც კლიენტი?
- ჩემთვისაც ვიკერავ, ვეღარც წარმომიდგენია, ნაყიდი სამოსი როგორ უნდა ვატარო. ჩემს გოგონასაც ვუკერავ, რასაკვირველია, და სიმართლე გითხრათ, ის ყველაზე რთული კლიენტია და ყველაფერი უნდა შევუთანხმო, იმდენად პრეტენზიულია.

- ძირითადად რა მოთხოვნები აქვთ კლიენტებს – მთავარია, რომ იყოს სამოსი მოდური თუ მათ უხდებოდეთ?
- კლიენტების ძირითადი მოთხოვნაა, მათ უხდებოდეთ. ამაში მიმართლებს – მხოლოდ ტენდენციებე არ არიან ორიენტირებული და იციან, რა უხდებათ. ისეთი ხალხი აღმოჩნდა ჩემ გარშემო და ისეთებთან ვმუშაობ, არ მიწევს მათთან მტკიცება, რა უხდებათ და რა არ უხდებათ. ეს მეხმარება. მოდას აუცილებლად აქცევენ ყურადღებას, მაგრამ მათზე უნდა იყოს ყველაფერი მორგებული.
mshoblebi
- რა ფერებს ანიჭებენ ქართველები უპირატესობას, ისევ შავია უნივერსალური?
- შავის ტენდენციამ მეტნაკლებად გადაირია. უნივერსალურია, მაგრამ ფერებიც აქტიურად წამოვიდა. ბანკეტებზეც ადრე უფრო აქტიურად იკერავდნენ შავს, ახლა ბოლო დროს, ფერადზე გადავიდნენ. ვერც ვიხსენებ, შავი საბანკეტო კაბა ბოლოს როდის შევკერე. მიხარია, რომ გაფერადდა სამყარო.
mshoblebi
- საქორწილოდ ქმნით ასევე მშვენიერ კაბებს. საქორწილო მოდაში რა შეიცვალა და რას გთხოვენ ხოლმე პატარძლები?
- ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო სამუშაო საქორწილო კაბაა. ისეთი ფენომენია, ვერ გადმოგცემთ, რომ მეც ამ ადამიანებთან ერთად ამ ბედნიერების მონაწილე ვარ. განსაკუთრებული სიყვარულით ვეკიდები, მგონია, რომ ჩემს შეკერილ კაბაზე ამ ადამიანის მომავალიც არის თითქოს დამოკიდებული და დიდი რუდუნებით ვკერავ. ვერ გადმოგცემთ, ეს ჩემთვის რამხელა რიტუალია. შეიცვალა ბევრი რა. ადრე უფრო ითხოვდნენ ფუშფუშა, დიდ კაბებს. ბოლო წლებში კი, ჩემს ნამუშევრებსაც რომ გადავხედავ, სხეულზე მომდგარი კაბები უფრო აქტუალური გახდა, უფრო ღია ზურგით. ადამიანებმა თავის მოვლაც მეტად ისწავლეს და უმთავრესად ლამაზი გოგონები მოდიან, მოვლილი სხეულით და მოსწონთ ხოლმე, რომ აქცენტს აკეთებენ თავიანთ სხეულზე. გამოკვეთილი აქვთ უფრო ტანიც. მეც მომწონს ეს დახვეწილობა.
mshoblebi
- ალბათ ყოველთვის ყველაფერი მარტივად და ისე არ მიდის, როგორც წინასწარ გეგმავთ, გქონიათ საგანგებო შემთხვევები, რომელსაც ახლა ღიმილით იხსენებთ? 
- არ ვიცი, რამდენად სასაცილოა, ორი ასეთი შემთხვევა მქონდა. ორივე ჩემს პატარა ქალბატონს უკავშირდება, ახლა კი მეცინება, მაგრამ ვერ გეტყვით, რა გადავიტანე. საპატარძლო კაბას ვკერავდი. კორსეტი მოგეხსენებათ, ორი ფენისგან შედგება. შიდა შეკერილი მქონდა, გარეთა – დაჭრილი, გამზადებული და დაწყობილი. გავაკეთე ერთი ფენა და მივბრუნდი მეორეს მისამაგრებლად. ჩემს ჭკვიან გოგოს აუღია ეს გამოჭრილი კორსეტი და თავისი ძაღლისთვის შეუკერია მოსასხამი... ლამის მოვკვდი, მომიწია უკვე შეკერილი კორსეტის დაშლა და მეორე ასლის გაკეთება... მეორე შემთხვევა იყო, მანეკენზე მქონდა ჩამოცმული კაბა და ქვემოდან მთელ სიგრძეზე შემოუჭრია. არადა, ზუსტად ვიცოდი, რომ რა ქსოვილისგანაც ვკერავდი ამ კაბას, ბოლო თოფი ჰქონდათ და ძალიანაც რომ მდომოდა, ვეღარ ვიყიდდი ახალ ნაჭერს... ჩემს ბედად კლიენტს ისედაც გრძელი მოუვიდა ის კაბა და რაც ჰქონდა შეჭრილი, ისიც შესაკეცი აღმოჩნდა.
mshoblebi
მეუღლესა და შვილთან ერთად, მისი შეკერილი სამოსით

- როგორც ვიცი, მამაკაცების სამოსზე ნაკლებად მუშაობთ, მაგრამ მეუღლეს თუ უკერავთ?
- ადრე უფრო ვუკერავდი, აბსოლუტურად ყველაფერს, ჯინსის შარვლებიც შემიკერავს მისთვის და საკონცერტო სამოსიც (ხათუნას მეუღლე მომღერალი ჯაბა მესტვირიშვილია - ავტ.), ახლა უფრო ნაკლებად ვიცლი მისი სამოსისთვის.

ციცი ომანიძე
11957
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (5)
19:22 / 17-03-2017
ეკა
ძალიან სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება გაქვს.ღმერთმა ხელიმოგიმართოს და ყველას დაგვეფასებინოს შენი ასეთი თავდაუზოგავი და პატიოსანი შრომა
19:19 / 17-03-2017
ეკა
ხათუნა, ვაღიარებ, რომ ყველაზე ნიჭიერი და დახვეწილი გემოვნების დიზაინერი ხარ:* ვამაყობ, რომ ჩემი საქორწინო კაბა შენ შემიკერე... უზომოდ კმაყოფილი ვარ*
22:22 / 15-03-2017
ირმა
ნიჭიერი და მშრომელი, ყველაზე მაგარი ხარ ხათი, მეამაყები დაიკო!!!!!
16:09 / 15-03-2017
ნათია
წარმატებებს გისურვებ ხათო :*
09:32 / 15-03-2017
ანი
ყველაზე მაგარი დიზაინერი და თავის საქმეზე სიგიჟემდე შეყვარებული....❤❤❤❤
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
19.03.2017
გოგონების სილამაზეზე უკვე უკრაინის ფარგლებს გარეთაც საუბრობენ და...
03.03.2017
"ძალიან გამხდარი ვიყავი... იმიტომ, რომ საჭმელი სულ მაკლდა... დამცინოდნენ ავადმყოფი დის გამო" - იყიდა თუ არა კონკიამ ფულით ბედნიერება?
22.02.2017
მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და ახლავე აკეთებენ ფსონებს სამოდელო სააგენტოები
21.02.2017
როგორები არიან ახლა გოგონები, რომლებსაც სულ ცოტა ხნის წინ ულამაზეს ბავშვებად მიიჩნევდნენ
18.02.2017
ორი შვილის დედა კვლავაც ატარებს ექსპერიმენტებს და გასაოცრად უხდება ყველანაირი ვარცხნილობა (+ფოტოები)
03.02.2017
გოგონამ ჯერ სიარულიც არ იცოდა, როდესაც პირველი კონკურსის გამარჯვებული გახდა
04.01.2017
იმის მიუხედავად, რომ 38 წლის ასაკში უკვე მეოთხე შვილის დედა გახდა, ძალიან მოდური და ეშხიანია




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი