ქორწილი სიკვდილამდე 10 საათით ადრე – ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ (+ვიდეო)
ქორწილი სიკვდილამდე 10 საათით ადრე – ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ (+ვიდეო)
ქორწილი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. ამ დღეს ორი ადამიანი ერთმანეთს მარადიულ სიყვარულს ეფიცება. სიმსივნით დაავადებული როუდენ გოს უკანასკნელი სურვილი იყო, ისე არ წასულიყო ამ ქვეყნიდან, ეს მშვენიერი მომენტი არ განეცადა.
ფილიპინელმა სიკვდილამდე 10 საათით ადრე იქორწინა საყვარელ ქალზე. როუდენ გოსა და ლიზლს უკვე 2 წლის ქალიშვილი ჰყავდათ და 2014 წლის ივლისში გეგმავდნენ დაქორწინებას. მაგრამ მაისში როუდენი მოულოდნელად გახდა ცუდად და საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – სიმსივნე, მეოთხე სტადია. 29 წლის ფილიპინელს ამცნეს, რომ ერთი-ორი თვეღა ჰქონდა დარჩენილი სიცოცხლე. ამ დროს
ბევრი დაეცემოდა... მაგრამ არა ეს წყვილი. ყველაფრის მიუხედავად, მათ გადაწყვიტეს, მაინც ექორწინათ და სამუდამო სიყვარული შეეფიცათ ერთმანეთისთვის.
წყვილმა 18 ივნისს, მანილას საავადმყოფოში იქორწინა, ნათესავების და რამდენიმე მეგობრის თანდასწრებით. მეორე დღეს, ქორწინებიდან ზუსტად 10 საათში, როუდენი გარდაიცვალა...

mshoblebi
ქორწილის ამსახველი ვიდეო "იუთუბზე" გარდაცვლილის ძმამ ატვირთა. მისი თქმით, სურდა, თავად ეყურებინა ძმის უკანასკნელი სიხარულისთვის, მაგრამ როცა ვიდეო ნახა, გადაწყვიტა, მთელი მსოფლიოსთვის გაეზიარებინა ეს ჩანაწერი.

იხილეთ ვიდეო

ამ ვიდეომ რამდენიმე მილიონი ნახვა დააგროვა "იუთუბზე". უამრავმა ადამიანმა ნახა როუდენის უკანასკნელი ოცნების ახდენა, ათასობით ქალმა და კაცმა შეაქო არა მხოლოდ მისი გადაწყვეტილება, არამედ ლიზლის სიმამაცეც, რომელიც ბოლომდე ედგა გვერდით საყვარელ მამაკაცს, და შეაქეს ნათესავებიც, რომლებიც დაეხმარნენ სასიკვდილოდ განწირულს ბოლო სურვილის ასრულებაში...
ბევრს კი ამ ამბავმა ფილოსოფიური შეკითხვა დაუტოვა: "თქვენ რის გაკეთებას ისურვებდით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე?"


3854
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი