მათი ვაჟი ტრაგიკულად დაიღუპა, მაგრამ მშობლებს მიეცათ შანსი, ხელახლა გაეგონათ მშობლიური გულისცემა
მათი ვაჟი ტრაგიკულად დაიღუპა, მაგრამ მშობლებს მიეცათ შანსი, ხელახლა გაეგონათ მშობლიური გულისცემა
ჩრდილოეთ დაკოტის უნივერსიტეტის სტუდენტი მეტ ჰესლერი ტრაგიკულად დაიღუპა ხანძრის დროს. ბიჭის ოჯახი სრულიად გაანადგურა ამ ცნობამ. როცა ყოველგვარი იმედი გადაეწურათ, მოულოდნელად დაუჯერებელი რამ მოხდა – ექიმებმა მშობლებს შესთავაზეს, 21 წლის ვაჟის ორგანოები სხვებისთვის "დაეთმოთ". სიკვდილის შემდეგ ბიჭი რამდენიმე ადამიანის დონორი გახდა და მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა.
mshoblebi

ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა ვიეტნამის ომის ვეტერანი ტომ მიქსი.
ხანდაზმულ ვეტერანს აცნობეს, რომ თუ გულს არ გადაინერგავდა, რამდენიმე თვის სიცოცხლეღა დარჩენოდა, რადგან იშვიათი დაავადება – ამილოიდოზი აღმოაჩნდა. ის ბევრ საავადმყოფოში გაისტუმრეს უარით, უკვე რწმენა ჰქონდა დაკარგული,
რომ დონორს იპოვიდა – ასაკის გამო, ორგანოს, მით უმეტეს გლის მიღების შანსიც ძალიან დაბალი ჰქონდა. პრიორიტეტი ყველგან ახალგაზრდებს ენიჭებოდათ და მისი "სამყოფი" ორგანო არსად იყო. სწორედ ამ სასოწარკვეთის დროს გამოჩნდა მეტ ჰესლერის, უდროოდ გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ჯანმრთელი გული. და ამან კაცს ახალი იმედი მისცა.
mshoblebi
საყვარელი შვილის გარდაცვალებიდან 8 თვის შემდეგ, მეტის მშობლები და მისი და კეისი პირადად ჩავიდნენ იმ ადამიანთან, რომელსაც მათი შვილის გული უცემდა მკერდში. ვეტერანმა მათ შვილის გულისცემა მოასმენინა.
"დილით რომ გავიღვიძე, პირველ რიგში ჩემს ახალ გულს ჩავჩურჩულე: "მეტ, დედაშენი და მამაშენი მოდიან შენ სანახავად", - იხსენებდა მოგვიანებით ვეტერანი მიქსი.
mshoblebi
5275
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
იიი
0
:((((((((((((((((((((((((((
13:58 / 03-12-2014
მსგავსი სიახლეები