1928-ის შვრიის ქატო - 2 ს/კ კარტოფილი - 6 ცალი ყველი - 100 გრ კვერცხი - 1 ცალი რძე - 4 ს/კ კამა მარილი სანელებლები გემოვნებით
მომზადების წესი:
- მოხარშეთ კარტოფილი მარილიან წყალში, გააცალეთ კანი, დაჭყლიტეთ და მიეცით პიურის კონსისტენცია;
- დაუმატეთ რძე, კვერცხი, ქატო, დაჭრილი მწვანილი და გახეხილი ყველი. კარგად აურიეთ;
- გამოიყენეთ მაფინის/კექსის ფორმები, წაუსვით ცოტაოდენი ცხიმი და მოათავსეთ მასში მიღებული მასა;
- შედგით წინასწარ გაახურებულ ღუმელში, გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, 20-30 წუთის განმავლობაში (ოქროსფერი ფერის მიღებამდე);
უგემრიელესი კექსები მზადაა!