ინგრედიენტები:
1928-ის შვრიის ფანტელი - 1 ჭ ყველი - 150 გრ. ნაღების კარაქი - 100 გრ კვერცხი - 2 ც რძე - 150 მლ შაქარი - 1 ჩ/კ მარილი -1 ჩ/კ გამაფხვიერებელი კამა საფანელი
მომზადების წესი:
- კვერცხი გათქვიფეთ შაქარსა და მარილთან ერთად, დაუმატეთ შერბილებული კარაქი და კვლავ აურიეთ;
- ბლენდერში ან საფქვავში დააქუცმაცეთ შვრიის ფანტელი, მიღებული ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად დაუმატეთ გათქვეფილ კვერცხს, ჩაასხით რძეც და აურიეთ;
- გახეხეთ ყველი და კამასთან ერთად დაუმატეთ მიღებულ მასას;- მაფინის/კექსის ფორმებს წაუსვით კარაქი და მოაყარეთ საფანელი. ჩაასხით მასში ცომი;
- გამოაცხვეთ წინასწარ 200° გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 20 წუთის განმავლობაში
გემრიელად მიირთვით!