1928-ის შვრიის ფანტელი - 225 გრ ნაღების კარაქი - 225 გრ შაქარი - 225 გრ კვერცხი - 4 ც ფორთოხალი -1-2 ც მოცვი - 100 გრ გამაფხვიერებელი - 2 ჩ/კ შაქრის პუდრა (გასაფორმებლად)
მომზადების წესი:
- კარგად ათქვიფეთ შერბილებული კარაქი და შაქარი;
- კვერცხი დაუმატეთ თითო-თითო, თანმიმდევრობით, რათა სტრუქტურა იყოს ერთგვაროვანი;
- 1928-ის შვრიის ფანტელი დააქუცმაცეთ ბლენდერის ან საფქვავის დახმარებით, მიიყვანეთ ფქვილის კონსისტენციამდე;
- მიღებული შვრიის ფქვილი და გამაფხვიერებელი შეურიეთ და დაუმატეთ ცომს;
- გააცხელეთ ღუმელი 180°С გრადუსამდე. კექსის ფორმას წაუსვით ნაღების კარაქი;
გემრიელად მიირთვით!