პიურე წითელი ბუშტის მოსამზადებლად
დაგჭირდებათ:
ხბოს ხორცი - 50 გრ. სტაფილო - 30 გრ. კარტოფილი - 70 გრ. ოხრახუში - 5 – 10 გრ. ხახვი - 20 გრ. მცენარეული ცხიმი (ზეითუნის ზეთი) – 1 ჩ.კ.
მომზადების წესი:
- ხბოს ხორცის რბილი ნაწილები გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავყაროთ ჭურჭელში, დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ ქაფის წარმოქმნამდე. ამოვიღოთ ნახარშიდან და გავრეცხოთ გამდინარე წყალში
- ცალკე ჭურჭელში მოვათავსოთ გასუფთავებული და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, გულგამოცლილი სტაფილო, ბროკოლი და ხახვი, დავუმატოთ ხბოს ხორცი, დავასხათ წყალი ისე, რომ კარგად დაიფაროს პროდუქტი და მოვხარშოთ.
გემრიელად მიირთვით!