ინგრედიენტები:
ღვიძლი (ხბოს, ან საქონლის) - 120 - 140 გრ. კარტოფილი - 1 ან 2 ცალი სტაფილო - 1 ცალი ხახვი - 1 ცალი ნიორი - 1 კბილი
მომზადების წესი:
- კარგად გარეცხილ ღვიძლს მოვაცილოთ აპკი, სადინარები და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. მოვათავსოთ ჭურჭელში ბოსტნეულთან ერთად, დავასხათ ცივი წყალი, ისე, რომ დაიფაროს და მოვხარშოთ
- სურვილის შემთხვევაში ხარშვის პროცესში შეგვიძლია დავუმატოთ 2 – 3 სუფრის კოვზი ნებისმიერი ბურღული (ბრინჯი, ვერმიშელი, წიწიბურა)
- მომზადებული სუპი დავაბლენდეროთ
გემრიელად მიირთვით!