"ავარიაში გარდაცვლილი ორსული ქალის მეუღლემ შემთხვევის ადგილას შექმნა" - "ორსული მთის" რეალური ისტორია - მშობლები

"ავარიაში გარდაცვლილი ორსული ქალის მეუღლემ შემთხვევის ადგილას შექმნა" - "ორსული მთის" რეალური ისტორია

2017-09-15 08:49:24+04:00

განსაცვიფრებელი სკულპტურა

ეს ფოტო ქართულ სოციალურ სივრცეში გავრცელდა და საოცრად სევდიანი მინაწერით - "ავარიაში გარდაცვლილი ორსული ქალის მეუღლემ შემთხვევის ადგილას შექმნა, რომ სხვა მძღოლებმა სიფრთხილე" გამოიჩინონო... ეს სინამდვილეში მხოლოდ ლეგენდაა, რომელიც ბევრგან გავრცელებულა.

სინამდვილეში ეს მოქანდაკე დუბიანა მონსალვეს მიერ ბოგოტაში შექმნილი ქანდაკებაა. ამ ხელოვანის მიერ მთაზე შექმნილი, განსაცვიფრებელი, მოჩუქურთმებული ქანდაკებები მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც სკულპტურის ერთერთმა მნახველმა ნამუშევარს ფოტო გადაუღო და ონლაინ სივრცეში გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, ფოტო ფეისბუქზე ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოიწონა.

სკულპტურა სახელწოდებით "ორსული მთა", რომელი ქალაქ სანტო დომინგოსთან ახლოს მდებარეობს, ბოლო წლებში სწორედ სკულპტურის გამო გახდა ტურისტული.

სკულპტურაზე გამოსახულია საშვილოსნოში მყოფი ბავშვი, რომელიც ბოლო თვეებში ვირუსით დაავადდა და დაიღუპა. როგორც მხატვარი ამბობს, იგი ამ ნამუშევრით პატივს მიაგებს ქალს, რომელიც გვაძლევს სიცოცხლეს. მისი კონცეფციით, სიცოცხლე დასრულების შემდეგაც ძვირფასია.