რომელი ასაკიდან აღარ არის ბავშვისთვის დედის რძე სასარგებლო და როგორ გადავაჩვიოთ ძუძუს? - პედიატრ ნატო სეხნიაშვილის რჩევები - მშობლები

რომელი ასაკიდან აღარ არის ბავშვისთვის დედის რძე სასარგებლო და როგორ გადავაჩვიოთ ძუძუს? - პედიატრ ნატო სეხნიაშვილის რჩევები

2017-09-22 06:09:32+04:00

"ყველაზე სასაცილი ის იყო, რომ შავი პარკი დავიფინე და ისე შეეშინდა, რომ მეშველა”

დედის რძე ბავშვისთვის შეუცვლელი საკვებია და ამაზე არავინ დავობს. სწორედ დედის რძე შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელებიც აუცილებელია ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. ბუნებრივი კვება ბავშვს იცავს ინფექციური დაავადებებისგან. ფაქტიურად, ახალშობილისთვის დედის რძის წოვება პირველი იმუნიზაციის ტოლფასია. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ხელოვნური კვებისგან განსხვავებით, ძუძუთი კვება ბევრად მოსახერხებელია, როგორც ბავშვისთვის ასევე მშობლისთვის. დედის რძეს არ სჭირდება მომზადება, შეთბობა, საწოვარის სტერილიზაცია და ყველაზე მთავარი - ბევრი ოჯახისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათს წარმოადგენს ბავშვის ბუნებრივად გამოკვება.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებისთვის ბუნებრივი კვება სასარგებლოა, დგება დრო, როცა დედებს უწევთ შვილი ძუძუს გადააჩვიონ, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან რთული მისაღწევია. შესაბამისად, დედები გამოსავლის გზების ძიებაში უამრავ მეთოდს და ხერხს მიმართავენ. სოციალური ქსელი ხომ გამოცდილების გაზიარების საუკეთესო პლათფორმაა, ჰოდა დედებიც ერთმანეთს ასწავლიან, როგორ გადააჩვიეს ძუძუს წოვებას თავინთი პატარები. ვნახოთ, რომელ ხერხებს იყენებენ დედები ლაქტაციის შესაწყვეტად და შემდეგ სპციალისტისგან მოვისმინოთ, სინამდვილეში როგორ უნდა მიმდინარეობდეს ეს პროცესი.

mshoblebi

"ერთმანეთში შერეული თაფლი და მარილი წავისვი. საერთოდ არ გამკარებია. ჩემს შვილს ამან უშველა. ისეთი საზიზღარი გემო აქვს, პირს არ მიაკარებს. მეორე ბავშვზეც ამ მეთოდს გამოვიყენებ”.

"ყველაზე სასაცილი ის იყო, რომ შავი პარკი დავიფინე და ისე შეეშინდა, რომ მეშველა”.

"სანტავიკი დავიკარი. შემდეგ ალოე წავისვი”.

" წავისვი "ზელიონკა” , მერე სარკეში ჩავახედე, გამწვანებული პირი რომ დაინახა - აღარ მოუთხოვია”.

"მირჩიეს ლევომიცეტინის ტაბლეტები დამეფხვნა და ოდნავ წყალში გამეხსნა, შემდეგ კი წამესვა . ამ მეთოდმა გაამართლა”.

"მე მელანი წავისვი და საერთოდ აღარ მომეკარა”.

"დაფხვნილ ნახშირს რამდენიმე აბი ავურიე თაფლში და წავისვი. დაინახა თუ არა ბუააო”.

"მამასთან დავაწვინე რამდენიმე დღე - ღამე ცალკე და ასე გადავაჩვიე ძუძუს პატარა”.

თუ როგორ, რა ასაკიდან და რა მეთოდების საშუალებით უნდა შევუწყვიტოთ ბავშვს ბუნებრივი კვება, ამ თემასთან დაკავშირებით mshoblebi.ge პედიატრს, ნეონატოლოგს ნატო სეხნიაშვილს გაესაუბრა.

- როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ბუნებრივ კვებას?

- ორწლამდე მიღებულია, რომ ბავშვმა ძუძუ წოვოს. ეს ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელია. მას შემდეგ, რაც ბავშვს შერეულ კვებაზე გადავიყვანთ, შესაძლებელია დღის განმავლობაში პროცენტულად ბუნებრივი კვების შემცირება.

- რომელი ასაკიდან აღარ არის სასარგებლო დედის ძუძუთი ბავშვის გამოკვება?

- ორი წლის შემდეგ ბავშვისთვის უკვე აღარ არის სასარგებლო დედის რძე.

- რა მეთოდებით შეიძლება გადავაჩვიოთ ბავშვი ბუნებრივ კვებას?

- გააჩნია ბავშვის ასაკს. თუ ბავშვი ისეთ ასაკშია, რომ მასთან საუბარი შეგვიძლია, მაშინ უნდა ავუხსნათ, რომ ბუნებრივ კვებაზე ვეღარ გვეყოლება. თუ იმდენად პატარაა, რომ ჩვენ ახსნას ვერ გაგვიგებს მაშინ, დამატებით საკვები უნდა მივაწოდოთ და ამ ფორმით გადავაჩვიოთ. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ორ წლამდე ასაკის ბავშვისთვის ბუნებრივი კვების შეწყვეტა სტრესთან არის დაკავშირებული. სტრესის გარეშე ბავშვის დედის ძუძუსგან მოცილება თითქმის შეუძლებელია. მესმის, რომ მშობლების ნაწილი ბავშვის ბუნებრივი კვებისგან გადასაჩვევად ხალხურ მეთოდებს იყენებს, რომელმაც შესაძლოა გაამართლოს ან არ გაამართლოს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ისეთი არაფერი მოვიმოქმედოთ, რომ ბავშვი დავსტრესოთ და შევაშინოთ.

- მშობლების ნაწილი ამბობს, რომ თუ დაძინებისას ცოტა დამამშვიდებელს მივაღებინებთ ბავშვს, ღამე ძუძუს აღარ მოგვთხოვს და მშვიდად დაიძინებს. ამის შესახებ რას იტყვით?

- დამამშვიდებლების გამოყენება ნამდვილად არ არის მართებული გადაწყვეტილება. შეიძლება საწოვარათი მივცეთ ჩაი და ისე დავაძინოთ.

ასევე დაგაინტერესებთ: ის, რაც მეძუძურმა დედამ აუცილებლად უნდა იცოდეს - ექიმის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე

რუსკა კილასონია