"შეიძლება გოგოს დედაც გავხდე, წინასწარ ვერაფერს გამოვრიცხავთ" - თაკო ჩხეიძე ოჯახსა და შვილებზე - მშობლები

"შეიძლება გოგოს დედაც გავხდე, წინასწარ ვერაფერს გამოვრიცხავთ" - თაკო ჩხეიძე ოჯახსა და შვილებზე

2017-09-23 07:45:44+04:00

"უფროსი შვილი ძალიან წარმატებული მოწაფეა. ზოგჯერ ვეუბნები ცოტა დაისვენე-მეთქი..." ცნობილი მოდელი თაკო ჩხეიძე 3 ვაჟის დედაა. მოდელები, როგორც წესი, თავს იკავებენ შვილების გაჩენისგან, მან კი ოჯახი საკმაოდ ადრე შექმნა და პირველი შვილიც ადრეულ ასაკში გაუჩნდა. როგორ გაართვა თავი დედობას კარიერის დასაწყისში და როგორ ათავსებს დღემდე ოჯახსა და დატვირთულ გრაფიკს - ამის შესახებ თაკო ჩხეიძე mshoblebi.ge-ს ესაუბრა.

- დედა საკმაოდ პატარა ასაკში გავხდი. შეიძლება ითქვას, რომ მე და ჩემი უფროსი შვილი ერთად გავიზარდეთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა ვიყავი, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის მქონდა. ვგრძნობდი, რომ ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის. არ შეედრება არც კარიერა და არც არაფერი იმ წუთებს, როდესაც დედა ხდები. ასაკთან ერთად დედობრივი გრძნობა კიდევ უფრო იზრდება, მაგრამ ვიმეორებ, რომ პატარა ასაკიდანვე დიდ პასუხიმგებლობა სულ მქონდა. უცხოეთში ვმუშაობდი და სულ გაკვირვების საგანი ვიყავი, რადგან მოდელები უფრო გვიან აჩენდნენ შვილებს. ახლა ძალიან შეიცვალა ტენდენცია და უცხოეთშიც პატარა ასაკში ხდებიან მოდელები დედები და ბექსთეიჯშიც ხშირად არის კადრები, მოდელები რომ ძუძუთი კვებავენ ბავშვებს. ჩემს დროს კი ისე იყო, რომ გაკვირვებულები მიყურებდნენ, რატომ მყავდა ბავშვი ისეთ პატარა ასაკში.

- როდესმე დაგიჩივლიათ დედობა რატომ ვიჩქარეო?

- არასოდეს! პირიქით, ღმერთს ყოველთვის მადლობას ვწირავ ასეთი კარგი შვილები რომ მაჩუქა და კარგი დედობით დამაჯილდოვა. პირველ რიგში ცხოვრებას ჩემი ოჯახი, შვილები მივსებს და შემდეგ უკვე სხვა დანარჩენი. არ არსებობს ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება!

mshoblebi

- ბავშვებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა...

- დიახ! უცხოეთში ვმუშაობდი, ძალიან აქტიურად ვიყავი დატვირთული, ბევრს ვმოგზაურობდი. ამიტომ რაღაცნაირად გარკვეული დროით გადავდე მეორე ბავშვის გაჩენა. თუმცა მეორე ბავშვიც უცხოური პარამეტრებით ახალგაზრდა ასაკში შემეძინა - 28 წლის ვიყავი. პირველ და მეორე შვილს შორის 9 წელია სხვაობა. როდესაც უკვე მეორე გამიჩნდა, ისეთ ასაკში ვიყავი, კიდევ უფრო გამიმძაფრდა დედობის გრძნობა და სიყვარული. იმდენად "შევიშალე", რომ გადავწყვიტე მესამეც გამეჩინა.

- ასეთი იშვიათი გარეგნობის მქონეს, არ გქონიათ სურვილი გოგოც გყავდეთ?

- ბუნებრივია სურვილი მქონდა, გოგო მყოლოდა. განსაკუთრებით მესამეზე, ფეხმძიმედ რომ ვიყავი, მეგონა გოგო გამიჩნდებოდა... თუმცა მთავარია ბავშვი ჯანმრთელი იყოს და სქესი მეორეხარისხოვანია. ისიც გასაგებია, რომ ქალს ძალიან უნდა გოგო ჰყავდეს. მაგალითად, ბებიაჩემი სულ მეუბნება, გოგო რომ არ გყავს, უნდა გააჩინო, მე რომ დედაშენი არ მყავდეს, ასე ვინ მომხედავდაო... ღმერთმა ასე მარგუნა და სამი არაჩვეულებრივი ბიჭი მყავს. მესამე იმდენად საყვარელი და გამორჩეული გამოვიდა, სულ ვამბობ, ეს რომ არ გამეჩინა, რა უნდა მეკეთებინა-მეთქი. იქნებ აწი ვხდები გოგოს დედას დედაც, წინასწარ ხომ ვერაფერს გგამოვრიცხავთ.

mshoblebi

- შვილები მარტომ გაზარდეთ?

- დედა ძალიან მეხმარება! როდესაც რამდენიმე შვილი გყავს და აქტიურად ხარ ჩართული შენს საქმეში, ბუნებრივია ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს. როგორღაც ისე ვაბალანსებ, რომ რაღაც პერიოდი უფრო დატვირთული მაქვს და შემდეგ ნაკლებად... მთელ თავისუფალ დროს შვილებთან ვატარებ და ეს მირჩევნია, ვიდრე რაღაც ღამის კლუბებში და სხვაგან ვიარო. დასასვენებლად სულ ერთად დავდივართ. ძირითადი საქმე ჩემთვის ჩემი შვილებია და შემდეგ ტრიალებს სხვა რამე... დედაჩემს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და საერთოდ, ბებია და ბაბუა ძალიან აქტიური ჰყავთ ჩემს შვილებს.

უცხოეთში რომ ვცხოვრობდი, სამშობიაროდ თბილისში ჩამოვდიოდი და შემდეგ პატარასთან ერთად ისევ უცხოეთში ვბრუნდებოდი. მსურდა, ბავშვები ჩემს სამშობლოში გამეჩინა, რადგან ეს ბევრად უფრო კომფორტული იყო, ვიდრე უცხო გარემოში... მეორე ბავშვი ორი თვის რომ გახდა, უცხოეთში გადავედით და იმ პერიოდში თბილისის მოდის კვირეული იყო, რის გამოც ფრენა ხშირად მიწევდა... სამივე ბავშვი ბუნებრივი კვებით მყავს გაზრდილი და ახლა რომ ვუფიქრდები, მგონია, რომ მე არ ვიყავი. ხან ორსული დავფრინავდი, ხან თოთო ბავშვით, ხან ორივე ბავშვით ერთად და პატარები თითქმის თვითმფრინავში მყავს გაზრდილი. ახლა ამ ყველაფერს ძალიან რთულად ვუყურებ, მაგრამ პატარა ასაკს თვის პლიუსები აქვს! ასაკში ყველაფერს უფრო განიცდი და რთულად უყურებ.

გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

- მკაცრი დედა ხართ?

- არ ვარ მკაცრი, მაგრამ მომთხოვნი ვარ! საბედნიეროდ, არ მიმწევს მკაცრი ვიყო. უფროსი შვილი ძალიან წარმატებული მოწაფეა. ზოგჯერ ვეუბნები ცოტა დაისვენე-მეთქი... უმცროსები ჯერ პატარები – პირველ და მეორე კლასში.

ჩემი რჩევა ყველა დედისთვის ის არის, რომ ბავშვი უპირობო სიყვარულით უნდა გაიზარდოს. მშობელმა ყველაზე მეტად სითბო და სიყვარული უნდა აჩუქოს ბავშვს და მატერიალურს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. აუცილებელია შვილებთან კონტაქტი, საუბარი, პატარას უნდა მოუსმინო და არასოდეს არ უნდა შეაწყვეტინო თავის აზრი გამოხატოს. ჩემს უფროს შვილს რჩევებსაც კი ვეკითხები ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზეც. ისე ამდენ ბიჭებში განებივრებულიც ვარ ბევრი კომპლიმენტებით. დედა ძალიან უყვართ და სულ თბილ სიტყვებს ვიღებ ჩემი ბიჭებისგან...

mshoblebi

ყოველთვის ძალიან განვიცდი, რომ ვხედავ ქართველი დედები პატარა შვილებს ტოვებენ და უცხოეთში მიდიან, მათ რომ მომავალი შეუქმნან... სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გული მიკვდება და წარმოდგენაც კი მაშინებს. სამწუხაროდ, ასეთი ბევრი გვხვდება ჩვენს ქვეყანაში და ვინატრებდი, რომ არცერთი დედა არ მოშორდეს თავის შვილს. დედა ადამიანს ყოველთვის სჭირდება, მაგრამ პატარა ასაკში ყველა შვილიკო თავის დედიკოსთან ერთად უნდა იყოს... არ არსებობს იმაზე დიდი სასჯელი, დედა და შვილი ერთმანეთს დააშორო!

გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე{{ArticleSplitCont}}

ჩემი ბავშვობა ძალიან ტკბილად მახსოვს. ძალიან დიდ სიყვარულში გავიზარდე და ისე ვზრდი ჩემს შვილებსაც... ფსიქოლოგიის კურსები მაქვს გავლილი, დღემდე რაღაცებს ვკითხულობ და უმნიშვნელოვანესი ყოფილა, ადამიანს როგორი ბავშვობა ექნება. ბავშვობაში ყალიბდება ყველაფერი, რაც შემდეგ ვლინდება. 95 პროცენტი პრობლემების ბავშვობიდან მოდის და აქედან გამომდინარე მშობლებს ძალიან დიდი პასუხიმსგებლობა გვაქვს. დღეს ძალიან დაკავებული ვართ დედები, მაგრამ ეს იმას არ ნისნავს, რომ მხოლოდ ძიძებმა გაზარდონ ბავშვები. ურთიერთობის ხარისხს აქვს მნიშვნელობა და არა დროს. შეიძლება მთელი დღე სამსახურში იყო, მაგრამ საღამოს რომ მიხვალ, ბავშვებს იმდენად ბევრი მისცე, მთელი დღე მათთან გატარებულის ტოლფასი იყოს!

mshoblebi

ნახეთ სხვა ფოტოები{{ArticleSplitCont}}

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

მანანა გაბრიჭიძე