ქათამი არაჟნით - დღის რეცეპტი სოციალურ ქსელში - მშობლები

ქათამი არაჟნით - დღის რეცეპტი სოციალურ ქსელში

2017-10-03 10:00:02+04:00

ნოყიერი და გემრიელი კერძი

ეს კერძი შეგიძლიათ ფილეთიც მოამზადოთ და ქათმის ხორცითაც.

ინგრედიენტები:

1 ც მწვანე ბულგარული წიწაკა; 1 ც წითელი ბულგარული წიწაკა; 1 ც დიდი ან 2-3 ც საშუალო ზომის ხახვი; 1 ც საშუალო ზომის სტაფილო; ქათმის ფილე, 1 კგ ან ცოტა მეტიც (4-5 ცალი); არაჟანი 400-500 გრამი, (წონით ჯობს შეძენა); სუნელები (ხარჩოს სუნელი, ხმელი ქინძი ან შერეული სახით (4-5 ჩ/კ) გემოვნების მიხედვით; მარილი გემოვნებით; შავი წიწაკა გემოვნებით; წითელი წიწაკა გემოვნებით; ნიორი გემოვნებით; მომზადების წესი იხილეთ მომდევნო გვერდზე:

{{ArticleSplitCont}}

მომზადება

1) მოხარშეთ ქათმის ფილე (მოხარშვა დააკელით, რადგან შემდეგ მობრაწვისას (ჩაშუშვისას) კიდევ უფრო დაიშლება);

2) დაჭერით ხახვი (თქვენთვის მოსაწონ ზომებად, მხოლოდ ძალიან წვრილად დაჭრა არ უხდება);

3) დაჭერით ბულგარულები;

4) სახეხზე გახეხეთ სტაფილო;

5) არაჟანს დაუმატეთ სუნელები, მარილი, შავი და წითელი წიწაკა გემოვნებით, აურიეთ კარგად და დაამატეთ დაახლოებით 1 ან 1,5 ჭიქა წყალი, კვლავ ამოურიეთ;

აწყობის წესი:

1) ქათმის ფილე დაანაწევრეთ სასურველი (საშუალო) ზომის ნაჭრებად (არ გირჩევთ ძალიან დაჩეჩვას ან წვრილად დაჭრას, მოთუშვისას მთლიანად დაიშლება) და მოაყარეთ ცოტა მარილი;

2) ქურაზე დადგმულ შედარებით ღრმა ზეთმოსხმულ ტაფაზე საშუალო ზომის ცეცხლზე, მოშუშეთ ხახვი, როგორც კი ოდნავ ფერს შეიცვლის დაუმატეთ სასურველ ზომაზე დაჭრილი ქათმის ფილე, 2-3 წთ-ში დაჭრილი ბულგარულები და გახეხილი სტაფილო, დააცადეთ ჩაიშუშოს ყველაფერი ერთად და პარალელურად ამოურიეთ; (აუცილებლად დაიმატებს ზეთს)

3) ცოტაოდენი სუნელები, რაც არაჟნისთვის გამოიყენეთ, დაუმატეთ ქათმის ფილეს და ბოსტნეულს;

4) დაახლოებით 5-7 წთ-ში ქათმის ფილეს და ბოსტნეულს ზემოდან მოასხით არაჟნის შეზავებული მასა და დააცადეთ 3 წთ იდუღოს;

5) გამორთეთ ქურა, მიღებული გემრიელობა შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი სახით.