"ინგამ ჩემს ქორწილში ვთხოვე და იმღერა"
ჟურნალისტი ეკა ხოფერია ინგა გრიგოლიას ქალიშვილის გათხოვებას ულოცავს და ქორწილში წასასვლლელად ემზადება. როგორც აღმოჩნდა, ქორწილის თარიღი აერია, რასაც საგანგებო პოსტი მიუღღვნა"
"ამერია დღე და ქორწილი ყოფილა ხვალ! ეს ამბავი სრულიად შემთხვევით გავიგე სალონში რომ მივედი. იქ დამხვდა მარიამის მეგობარი, რომელმაც გადამარჩინა, თორემ მივიდოდი გაპრანჭულ/გაბანტული დღეს სხვის ქორწილში
"დღეს დიდი დღეა!!!!
დღეს ინგას და ჩემი მარიამის ქორწილია! ჩემი იმიტომ, რომ მიყვარს საკუთარი შვილივით, იმიტომ, რომ დედამისი ჩემი საუკეთესო მეგობარი( მეგობარზე ცოტა მეტია ინგა) და კოლეგაა!
ჩვენ სულ ერთად ვართ, იმის მიუხედავად სად ვმუშაობთ და ვხედავთ თუ არა ერთმანეთს ყოველ დღე. ჩემს ქორწილში ვთხოვე და იმღერა, ჰოდა შევპირდი, მარიამის ქორწილში მე ვიტრიალებ-მეთქი, მე დღეს არავინ მატრიალებს, მაგრამ მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ჩვენ პირველ გოგოს ვათხოვებთ! მინდა იყოს ყველაზე ბედნიერი და სულ სიყვარული იყოს მისი თანმდევი
მე რომ ვთხოვდებოდი, ინგამ გადაცემით მომილოცა წინა დღეს, მე გადაცემა არ მაქვს და აქ ვულოცავ) ჰო და ყველაფერს , სულ ყველაფერს მოგიყვებით ჩვენი გოგოს ყველაზე ბედნიერი დღის შესახებ!!!!!
ინგა გრიგოლია მიყვარხარ, გილოცავ შენ და ვულოცავ ჩემს თავსაც ჩვენი მარიამის ბედნიერებას!!!! " - წერს ეკა ხოფერია.
გადაფურცლეთ მომდევნი გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ერთადერთი ქალიშვილი მარიამ გრიგოლია ზაფხულში დაინიშნა, რასაკვირველია ამ ამბავს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია (იხილეთ ფოტოები). გრიგოლიების ოჯახი გამეზარდაშვილების ოჯახს დაუნათესავდა. მარიამის რჩეული ნიკა გამეზარდაშვილი გახლავთ, რომელიც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის შვილია.
მოკრძალებული ნიშნობის შემდეგ, წყვილმა ქორწილის გადახდა გადაწყვიტა. ზუსტად ერთ კვირაში მარიამი და ნიკა ოფიციალურად დააკანონებენ ურთიერთობას. ამ მნიშვნელოვანი თარიღის მოახლოებასთან ერთად, რასაკირველია იმატებს მღელვარებც. საკუთარი ემოციების შესახებ ინგა სოციალურ ქსელში წერს:
"ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კვირა მეწყება ორშაბათიდან. გოგოს ვათხოვებ, ქორწილი გვაქვს. ასე არასდროს მიღელვია, როგორც ახლა... ეს რა უცნაური განცდა ყოფილა -მზადება ერთადერთი შვილის ქორწილისთვის. იხილეთ წყვილის ფოტო