გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს და სასკოლო წახემსების ჯანსაღ ვარიანტებს. სკოლაში წასვლამდე ბავშვმა რომ უნდა ისაუზმოს ეს დაუწერელი კანონია. გარდა ამისა, იმაზეც უნდა იფიქროთ, რა უნდა ჩაუდოთ ბავშვს სკოლაში წასაღებად, რათა შესვენებაზე სასარგებლო საკვები მიირთვას.
გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს და სასკოლო წახემსების ჯანსაღ ვარიანტებს.
სწორი არჩევანია: ცოცხალი ხილი, ბოსტნეული, ცხოველური და რძის ცილა და ნახშირწყლები (ენერგიისთვის). თუმცა, ნუ გგონიათ, რომ თუ ბავშვს ლანჩბოსქსში ბროკოლს, ვაშლს და მარცვეულის პურს ჩაუდებთ, ყველაფერს შეჭამს. თავადაპირველად, ერთად უნდა შეადგინოთ ჩაალაგოთ ლანჩბოქსში პროდუქტები. ეცადეთ, რომ მასში სასარგებლო პროდუქტებიც მოხვდეს.
მოსწავლის ლანჩბოქსის ვარიანტები
რძის პროდუქტები
ბავშვი თავისი სურვილით რძის პროდუქტებს არ შეჭამს. დამტკბარს კი, მაგრამ ის კალორიული და ალერგიული საკვებია. შაქარი აქარწყლებს რძის სასარგებლო თვისებებს. ამიტომ, ტკბილი ხაჭო, ხილის ტკბილი იოგურტი და რძის შოკოლადი კბილებსა და ძვლებს არ გაუმაგრებს ბავშვს. შეგიძლიათ მაწონში დაბლენდერებული ხილი შეურიოთ და ის ჩაუსხათ ბოთლში.
ბუტერბროდები
ტვინის ძირითადი საკვები გლუკოზაა - შაქარი და თაფლი. ნახშირწყალიც გლუკოზად გადაიქცევა. უნდა გაამდიდროთ ბავშვის რაციონი ბურღულეულით (შვრიის, წიწიბური, ბრინჯისა და ქერის ფაფა), ფქვილოვანი პროდუქტებით (პური, მაკარონი) და პარკოსნებით (ბარდა, ლობიო, ოსპი). წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს ტკბილეულისადმი გაუმძაფრდებათ ლტოლვა.
თუ ბავშვს ბუტერბროდი მობეზრდა, საკვები თხელ ლავაშში, ბლინში გადაუხვიეთ.
რაც შეეხება ბუტერბროდის შიგთავსს. რა საკვირველია, ის სასარგებლო და მრავალფეროვანი უნდა იყოს:
ვაშლი, ყველი და თხილი ღუმელში გამომცხვარი. ყველი, კიტრის რგოლები, პომიდორი, სალათის ფურცელი, ყურძენი, მაწონი. ორაგული, მოხარშული კვერცხი სალათის ფურცელი. ვაშლი, არაქისის პასტა, დარიჩინი. ორაგული, ავოკადო, სალათის ფურცელი, სოუსი. კოტლეტი, ბოსტნეული, სოუსი. ქათმის ფილე, ყველი, სოუსი, სალათის ფურცელი. ყველი, პომიდვრის რბილობი, მწვანილი (მინი პიცა). პაშტეტი, სალათის ფურცელი, კამა. მოხარშული კვერცხი სოუსი/ბოსტნეული. მოერიდეთ: შოკოლადის კრემებს, ჯემებს, თაფლს, ცხიმიან ხორცს (ღორი, ძეხვი).
სოუსი შემდეგნაირად მოამზადეთ: დააბლენდერეთ კიტრი, მოასხით არაჟანი, მოაყარეთ მწვანილი და სოუსი მზადაა.
შინაურული სოსისი
თუ ბავშვს სოსისები უყვარს, ან ხედავს, რომ სხვა ბავშვები ჭამენ, მას მარტივად მოამზადებთ: ქათმის ფილე, ხახვი, ნიორი, შამპინიონი დააბლენდერეთ. დაუმატეთ მოხარშული კვერცხი, მიეცით სოსისის ფორმა და მოახვიეთ საკვების შესანახი ცელოფნის პარკი. მოხარშეთ ნაყიდივით. შეგიძლიათ დაუმატოთ ყველი, რძე, ტომატპასტა, ამ შემთხვევაში სისქე თავად უნდა აკონტროლოთ.
ხილი
საუკეთესო არჩევანია. უპირატესობა მიანიჭეთ სეზონურს. კარგია ჩირიც და თხილიც.
ბოსტნეული
თუ ბავშვი არ ჭამს ცოცხალ ბოსტნეულს, მოამზადეთ რაგუ ან მოთუშეთ. ჩუდეთ კონტეინერში და გაატანეთ კოვზი. თუ ბოსტნეულს ჭამს, დაუჭერით სტაფილო ჩხირებად, რომლებსაც გემრიელ და სასარგებლო სოუსში ჩააწობს.
სოუსი: ავოკადოს რბილობის დააბლენდერეთ, დაუმატეთ არაჟანი, კამა და ოხრახუში. ეს სოუსი შეგიძლიათ ნებისნიერ სხვა ბოსტნეულთან ერთად გაატანოთ.
ფქვილეული
მაქსიმალურად მცირე რაოდენობით უნდა გაატანოთ, კვირაში ორჯერ. ისიც ერთი ცალი ღვეზელი ან ორი ცალი ორცხობილა. თუ მაფინებს თავად გამოუცხობთ, მეტი ხილი უნდა იყოს და ნაკლები - ცომი.
სასარგებლო მიუსლი
ნაყიდს გირჩევნიათ თავად მოამზადოთ: 2 ჭიქა შვრიის ფანტელი (ფაფისებური მასის მისაღებად) შეურიეთ დაბლენდერებულ ვაშლსა და მსხალს, დაუმატეთ ბანანი და თხილი. დაასხით ლითონის ფურცელზე, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი. ცხელივე დაჭერით ფორმებად.
კიდევ ერთი ვარიანტი: 100 გრამი თხილი 300 გრამი ჩირი (ყველანაირი), 1 ს.კ. თაფლი, 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა. მიღებული მასა ჩადეთ პოლიეთილენში და შედეთ მაცივარში რამდენიმე საათით. დაჭერით ნაჭრებად და აჭამეთ ბავშვს კვირაში ორჯერ, რადგან სასარგებლოსთან ერთად მეტად კალორიულია.
წყალი
გაატანეთ ბოთლით. წყლის ნაკლებობა ცუდად მოქმედებს გონებრივ მუშაობაზე. ასწავლეთ, რომ წყალი დალიოს ჭამამდე. არ მიაყოლოს ხილს.
ჩაინიშნეთ:
გაატანეთ ხელსახოცი: სველიც და მშრალიც. ქაღალდის ერთჯერადი ჭიქა. ბუტერბროდში ჩადებამდე კარგად გააშრეთ სალათის ფურცელი, პურს დაალბობს. თუ მუშაობთ, ლანჩბოქსი ჩაალაგეთ საღამოს, ღამით შედგით მაცივარში. ცხელ დროს ბავშვს სკოლაში არ გაატანოთ: რძე, კვერცხი, ძეხვი.