ბავშვის მამის ვინაობას აქამდე არ ამხელდა რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ია სუხიტაშვილი მეორე ბავშვს ელოდება. მსახიობი მეცხრე თვეშია და რამდენიმე დღეში ბიჭის დედა გახდება. იგი ამ თემაზე ჟურნალისტებთან არ საუბრობდა და ბავშვის მამის ვინაობას აქამდე არ ამხელდა. თუმცა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სუხიტაშვილის მეორე შვილის მამა პროფესიით ინჟინერი ალექსანდრე შარაშენიძეა. ისინი რამდენიმე თვეა ერთად ცხოვრობენ.
შეგახსენებთ, ია სუხიტაშვილი ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. მისი პირველი მეუღლე მსახიობი კახა ახვლედიანი იყო, რომელთანაც იას ვაჟი ყავს, ხოლო მეორედ მსახიობ მიშა მესხზე იყო დაქორწინებული. იხილეთ ფოტოები