"ვფიქრობ, რომ ბავშვმა აუცილებლად საზღვარგარეთ უნდა ისწავლოს" - კრისტი ყიფშიძე დედა-შვილურ თემებზე - მშობლები

"ვფიქრობ, რომ ბავშვმა აუცილებლად საზღვარგარეთ უნდა ისწავლოს" - კრისტი ყიფშიძე დედა-შვილურ თემებზე

2017-10-17 18:30:49+04:00

მოდელობა არც მე მსურს და არც თავად! "თუ არის საშუალება ვფიქრობ, რომ ბავშვმა აუცილებლად საზღვარგარეთ უნდა ისწავლოს. იქ ბევრად უფრო დაიხვეწება. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ვთვლი, რომ ბავშვის მომავლისთვის უკეთესი ასე იქნება!" - ცნობილი მოდელი – მოდელი კრისტი ყიფშიძე თავად გვესაუბრა როგორი დედაა და რა არის მისი სამომავლო გეგმები...

- ჩემი შვილი რომ დაიბადა, აბსოლუტურად შოკირებული ვიყავი და არ მჯეროდა, თუ ჩემი იყო. ძალიან უცნაური რეაქცია მქონდა: რომ დავინახე, სიხარულისგან დავიბენი და დავმუნჯდი. ჩემს წინ იყო ადამიანი, იგივე ჩემი თავი დაპატარავებული... შემდეგ საბანაოდ წაიყვანეს და სასწრაფოდ ტელეფონი მოვითხოვე, ყველას უნდა მოვუყვე როგორია-მეთქი. იმდენად ვიყავი აღელვებული, მთელი ღამე არ მეძინა და სულ ვიძახდი, მოიყვანეთ, მაჩვენეთ-მეთქი. თავად 23 წლის ვიყავი, მალევე 24 წლის გავხდი და ვფიქრობ, ეს ასაკი იდეალურია შვილის დაბადების სიხარული შეიგრძნო. 24 წლის უკვე პატარა აღარ ხარ... 9 თვე სრულად ბუნებრივ კვებაზე მყავდა და არც კი იცოდა საწოვარას არსებობა. ღამეებს არ გვათენებინებდა, მშვიდი და კარგი გასაზრდელი ბავშვი იყო. ახლა უფრო რთული პერიოდი აქვს, თინეიჯერობის ასაკშია და ვფიქრობ გარდატეხის ასაკი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე რთულია. ყველა ატაპს ახლავს თავისებურება და ამისთვის მზად უნდა იყო! წინასწარ უნდა იცოდე როგორ მიუდგე და რა როგორ აჯობებს! პიროვნება უნდა ჩამოყალიბდეს, რაც ასე უბრალოდ არ ხდება.

- შვილი ფაქტიურად მარტომ გაზარდეთ...

- ჩემი შვილი ობოლი არ ყოფილა და არასოდეს უგრძვნია რომ რომელიმე გვერდიდან ყურადღება აკლდა. პირიქით ორივე მხრიდან ძალიან დიდი სითბოს გრძნობდა ორივე სახლში. ბებიები და ყველა ძალიან ანებივრებდნენ... მართალია ორი წლის იყო ჩვენ რომ დავშორდით, მაგრამ დღემდე ასე ყურადღების ცენტრშია. თუმცა მთავარი პერსონაჟი და მოქმედი პირი მის ცხოვრებაში მე ვარ!

- გვახსოვს, დიდ ყურადღებას უთმობდით ბავშვის განათლებას...

- დიახ, ასე იყო. დღესაც ასე ვაგრძელებთ. დიდი გეგმები გვაქვს: ორ წელიწადში უმაღლესში უნდა ჩააბაროს და ეს ყველაფერი ძალიან რთულია! სულ ვფიქრობ, სად ჩააბარებს და როგორ განათლებას მიიღებს...

mshoblebi

- თუ გსურთ თქვენს პროფესიას გაყვეს?

- არა! მოდელობა არც მე მსურს და არც თავად! დადებითად აფასებს და პატივს სცემს ჩემს პროფესიას, ახარებს ჩემი წარმატებები, მაგრამ არ უნდა და არ აინტერესებს ეს საქმიანობა! ისედაც ბევრჯერ მოუხდა რაღაცეებში გადაღება, სულ რაღაც ხდება და მოდელობაში თითქოს მისთვის ახალი არაფერია... მსახიობობა უფრო მეტად იტაცებს. უკვე ძალიან კარგად ფლობს ინგლისურს და გვსურს უმაღლესში სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს. ალბათ ერთად წავალთ. თუ არის საშუალება ვფიქრობ რომ ბავშვმა აუცილებლად საზღვარგარეთ უნდა ისწავლოს. იქ ბევრად უფრო დაიხვეწება. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ვთვლი რომ ბავშვის მომავლისთვის უკეთესი ასე იქნება!

გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე და იხილეთ ნატალიას სხვა ფოტოები

{{ArticleSplitCont}}

- მსახიობი თუ გახდება, ისეთი წარმატებული მსახიობების შთამომავალია, საქართველოში ყოველთვის ბევრს მოთხოვენ...

- დიახ! ეს ყველაფერი გათვალისწინებული გვაქვს. ჯერერობით სურს მსახიობობა, მაგრამ საბოლოოდ რას გადაწყვეტს არ ვიცით. უმაღლესში ჩაბარებამდე კიდევ ორი წელიწადი გვაქვს და ეს დრო საკმაოდ დიდია, გადაწყვეტილება შეცვალოს... როგორც თვითონ ისურვებს, ისე იქნება.

mshoblebi

- თუ ერევით მის პირად ცხოვრებაში?

- ჯერჯერობით ძალიან ბავშვური ეტაპი გვაქვს. თაყვანისმცემლები და რამე სერიოზული არაფერი ხდება... ზოგი 16 და 17 წლის თხოვდება, მაგრამ იმედი მაქვს, ასეთ პატარა ასაკში არ გათხოვდება.

- გოგონებს ძალიან უყვართ დედის გარდერობით სარგებლობა... თქვენი შვილი ხშირად იცვამს თქვენს სამოსს?

- დედის გარდერობი ძალიან უყვარს, მაგრამ აკრძალული აქვს! თუ რამეს ვათხოვებ, მაშინ უნდა ვაჩუქო. საშინლად არ მიყვარს ჩემს გარდერობში რომ ვინმე იქექება... მის ჩაცმულობაში არ ვერევი. თავისი გემოვნების მიხედვით იმოსება. ვერევი მხოლოდ შეძენის მხრივ, სხვა ჩარევა არ არსებობს. ვფიქრობ რომ თინეიჯერულ ასაკში არაფერი არ უნდა ავუკრძალოთ და როგორც სურს, ისე უნდა იცვამდეს. Mმერე თვითონვე მიხვდება რა არის კარგი და ცუდი!

- როდესაც საზოგადოებაში ერთად ჩნდებით, თქვენიდან გამომდინარე ალბათ დიდ ყურადღებას გრძნობს... ამას როგორ უყურებს?

- ყურადღება არც მე მაღიზიანებს და არც ბავშვს. არ გვაქვს არც შეწუხების და არც აღფრთვანების მომენტი... ცნობილი რომ ხარ იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეზე მეტი ხარ, ან ნაკლები. ეს აქვს ბავშვსაც პატარაობიდან ჩანერგილი!

იხილეთ სხვა ფოტოები

{{ArticleSplitCont}}

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

მანანა გაბრიჭიძე