7 განსხვავებული და უნიკალური სკოლა მსოფლიოში - მშობლები

7 განსხვავებული და უნიკალური სკოლა მსოფლიოში

2017-10-29 12:32:26+04:00

იაპონიის, საფრანგეთისა და აშშ-ის მოსწავლეები უკმაყოფილოები არიან მასწავლებლებით, სასწავლო პროგრამით, განრიგით... ფიქრობთ, რომ არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს იდეალური სკოლა? ამაში არის სიმართლის მარცვალი, რადგან იაპონიის, საფრანგეთისა და აშშ-ის მოსწავლეები უკმაყოფილოები არიან მასწავლებლებით, სასწავლო პროგრამით, განრიგით... თუმცა, იდეალურთან მიახლოებული სკოლები მაინც არსებობს და სწორედ მათ წარმოდგინთ.

1. იტალია სწავლების 13 წელი და სკოლის აუცილებელი შეცვლა

სწავლა 13 წელი გრძელდება. მოსწავლეები ორჯერ იცვლიან სკოლას და არ იცვამენ ფორმას. არ აწყობენ გამოსამშვიდობებელ საღამოებს. 5-წლიანი სწავლის შემდეგ (დაახლოებით, 11 წლის ასაკში) საშუალო სკოლაში გადადიან. ეს შეიძლება იყოს სხვა სკოლა, სხვა კლასი და მოსწავლეები. იტალიელი პედაგოგების აზრით, მოსწავლე ბავშვობიდან უნდა მიეჩვიოს ცვლილებებს. შემდეგი ლიცეუმია. იტალიაში ყველა ლიცეუმი პროფილიანია. ამიტომ, 14 წლამდე ბავშვს (ან მის მშობელს) ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს, სად გააგრძელებს სწავლას.

2. საფრანგეთი შეფასების 20-ქულიანი სისტემა

ასეთი შეფასება მეტად სწორია, ასე მიაჩნიათ ფრანგ პედაგოგებს. მათ არ შეუძლიათ ქულა ან მოუმატომ ან დააკლონ მოსწავლეს თავიანთი სიმპათიების მიხედვით. სემესტრის ბოლოს მშობელს უგზავნიან შვილის ნიშნებს.

mshoblebi

რაც მთავარია, ქულებს არავინ ამრგვალებს. სწავლის შედეგი შეიძლება იყოს 14, 72. გარდა ქულებისა, მშობელი ეცნობა სწავლის დინამიკასაც, რომელ საგანშია მისი შვილი ძლიერი/სუსტი. შედარებას - წინა სემესტრებთან და ა.შ.

3. იაპონია: სასწავლო წელი აპრილში იწყება

ბავშვები სკოლაში 6-7 წლის ასაკში შეჰყავთ. მათი აზრით, აპრილი საუკეთესო პერიოდია სწავლის დასაწყებად. სკოლა სამსაფეხურიანია: დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი. დაწყებითი სწავლა ექვს წელს გრძელდება, დანარჩენებში, სამ-სამი. შედეგად, იაპონელი მოსწავლე 12 წელი სწავლობს. სავალდებულო მხოლოდ 9 წელია. სასწავლო წელიც სამ სემესტრიანია, მცირეხნიანი არდადეგებით.

mshoblebi

მოსწავლეს უამრავ დავალებას აძლევენ. არდადეგები გამოცდების ჩაბარებასა და თემების მომზადებას ეთმობა. გამოცდები იწყება მეშვიდე კლასიდან და წელიწადში 2-3-ჯერ ტარდება.

იხილეთ ბავშვის ტვინის ვარჯიშის იაპონური მეთოდი

4. ჩინეთი: საზაფხულო არდადეგები 1 თვე გრძელდება

"ვსწავლოთ, სანამ ცოცხელები ვართ, ვისწავლით, სანამ არ გარდავიცვლებით" - ჩინური სკოლის სლოგანია. მოსწავლის ტიპური განრიგი ასე გამოიყურება:

გაღვიძება დილის ხუთ საათზე. დამოუკიდებელი საქმიანობა. 8-დან 16 საათამდე სკოლა. 16-დან 21 საათამდე დამატებითი მეცადინებები. mshoblebi არდადეგების დროს, სავაჭრო ცენტრებში, სადაც გრილა, უფროსკლასელები დროს... მეცადინეობებში ატარებენ. საერთოდ, ჩინური აღზრდა და განათლების სისტემა ცნობილია თავისი სისასტიკით. ამაში თავად დარწმუნდებით, თუ წაიკითხავთ:

მკაცრი აღზრდა უმაღლესი შედეგების მისაღწევად - სულის შემძვრელი ფოტოები

სხვათაშორის, ჩინეთში მშობლებს უფლება აქვთ, თვითონ გამოასწორონ შვილების ნიშნები და ეს სავსებით კანონიერია. თუ როგორ, ამას წაიკითხავთ სტატიაში: როგორ ასწორებენ მშობლები შვილების ნიშნებს

5. ინგლისი: კარგი მანერების სწავლა

სახელმწიფო სკოლების უმეტესობაც კი პანსიონატებია. სკოლაში თან სწავლობენ, თან ცხოვრობენ. აქვეა სპორტული ცენტრიც. ჩვეულებრივი საგნების სწავლის გარდა ინგლისელ მოსწავლეებს ასწავლიან აუდიტორიის წინაშე გამოსვლას, რიტორიკას, საზოგადოებაში მოქცევის წესებს. მოსწავლეების აღზრდას უბრალო სკოლებშიც დიდი ყურადღება ეთმობა. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში პროცენტულად ყველაზე მეტი ხულიგანი მოსწავლეა, მათ კარგი მანერები აქვთ.

6. ფინეთი: ყურადღება ჩამორჩენილებს და მოსადუნებელი გარემო

30 წლის წინ ფინური განათლების სისტემა ირონიის გარდა არაფერს იწვევდა. ახლა მსოფლიოს განათლების საუკეთესო მოდელი აქვთ. მათ აღარავინ აკრიტიკებთ. განათლების საუკეთესო მეთოდი რელაქსაციაა.

mshoblebi

სკოლაში კომფორტული გარემოა. პედაგოგები მოსწავლეებს პატივისცემითა და თანასწორებივით ექცევიან. ჩამორჩენილებს არ ჩაგრავენ, მათ ეხმარებიან გაკვეთილების მომზადებაში, მასალის უკეთ გაგებაში.

თუ რით გახდა ფინური სკოლა საუკეთესო, ამას წაიკითხავთ სტატიაში: საოცნებო სკოლა ყველა ბავშვის, მშობლისა და მასწავლებლისთვის

7. აშშ: სასწავლო დისციპლინის დამოუკიდებელი არჩევა

სასწავლო დისციპლინა რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი: ჰუმანიტარული მეცნიერება, მათემატიკა, ზუსტი მეცნიერებები, ენა, ლიტერატურა და ა.შ. ბავშვის მიზანია, თითოეულში საუკეთესო ქულები დააგროვოს. თუ მოსწავლე თითოში 10 ქულას აიღებს (მაგალითად მათემატიკაში), შეუძლია აიღოს კიდევ დამატებითი დისციპლინა. 10-ზე მეტი (ნაკლებზე დიპლომი არ გაიცემა), მაგრამ მათემატიკაში კვლავ ძლიერი უნდა იყოს. სემესტრის ბოლოს თითოეულ დისციპლინაში კი 5 ქულაზე ნაკლები არ უნდა ჰქონდეს.

სწავლა აშში ინდივიდუალურია. კონტროლიც თავისებური აქვთ. პედაგოგი ჩუმად იძახებს მოსწავლეს თავისთან და აჩვენებს ნიშანს. სასწავლო წლის ბოლოს ნიშნების ფურცელი მოსწავლეს შინ ეგზავნება. ამერიკაშიც 12 წლიანი სწავლის სისტემაა.