"დროა, დაღლილი და ავტობუსში ასული რაში სასწრაფოდ მოვიძიო, ჩემმა მზემ..." - ხატიას დედისა და დის ფოტოები ხატია სიჭინავა საკუთარი ოჯახის წევრებს თბილი სიტყვებით ხშირად ანებივრებს. დღეს მისი დის, ნინის დაბადების დღეა, ხატიას, რასაკვირველია, არც ეს თარიღი დაუტოვებია უყურადღებოდ და დას იუბილე საჯაროდ მიულოცა:
„რომ დაიბადა, წითელი და წვრილთვალება იყო. პროტესტი გამიჩნდა, რა საჭირო იყო ამის მოყვანა-თქო... მერე სულ ტიროდა გულისგამაწვრილებლად... მოკლედ, ვერ მივხვდი, ვინ იყო და რა უნდოდა. მერე ბაბუას რჩეული გახდა, მე მოულოდნელად "უფროსებში" გადავინაცვლე და მთელი ყურადღება მასზე გადავიდა... სულ ვჩხუბობდით... სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ მივხვდი, რომ მთლიანად ჩემს თავზე ვიღებდი მის არსებობას, მე მისთვის და ის ჩემთვის - ასე შეიკრა წრე, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდება. გაიზარდა, დაქალდა და შედგა ჩემს თვალწინ. 30-ს გადააბიჯებს მალე. დროა, დაღლილი და ავტობუსში ასული რაში სასწრაფოდ მოვიძიო, ჩემმა მზემ... დაო, გილოცავ და მიყვარხარ“.
თეკლა ჟვანია