"მირჩევნია, მამიკოს გოგო ვიყო, ყველაფერი მქონდეს და გული არაფერზე მეტკინოს" - მშობლები

"მირჩევნია, მამიკოს გოგო ვიყო, ყველაფერი მქონდეს და გული არაფერზე მეტკინოს"

2017-11-13 09:00:13+04:00

"დედაჩემმა მითხრა, სუსტი ნერვების პატრონი ხარ და ისევ ჯობია რამე „ლაითს“ მოჰკიდე ხელიო" როდესაც ცნობილი წყვილის ოჯახის წევრი ხარ და მით უმეტეს შვილი, შესაბამისად შენს მიმართ ყურადღებაც ყოველთვის დიდია. ასეა ნინო ნადირაძისა და გუგა კუზანოვის ქალიშვილის შემთხვევაშიც. ბაია კუზანოვამ მშობლების მსგავსად სამედიცინო სფერო აირჩია და მე-4 კურსის სტუდენტი გახლავთ. რა გასაკვირია, რომ არც თაყვანისმცემლების რაოდენობას უჩივის.

- პროფესიის არჩევისას, მშობლების ზეგავლენამ ხომ არ იმოქმედა?

- არანაირად, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ თეთრი ხალათი უნდა მცმოდა და საავადმყოფოში მემუშავა. ერთი პერიოდი მინდოდა, რომ გავმხდარიყავი ონკოლოგი, მაგრამ დედაჩემმა მითხრა, რომ სუსტი ნერვების პატრონი ხარ და ისევ ჯობია რამე „ლაითს“ მოჰკიდე ხელიო. არ ვიძახი, რომ სტომატოლოგია „ლაითია“ მაგრამ სიკვდილთან ურთიერთობა არ მექნება. ამიტომაც დავუჯერე და 4 წლის მერე მივხვდი, რომ ის მართალია.

- სწავლის, მუშაობის გარდა მოდელობა ან სხვა რა საქმიანობა გიზიდავს?

- არა, არ მიზიდავს არაფერი საერთოდ. კონსერვატორი ვარ უფრო. სახლში ყოფნა და წიგნის კითხვა მიყვარს. თავისუფალი დრო მაქსიმუმ 2 საათი მაქვს და მეგობრებთან ვატარებ. შემდეგ სახლში მისვლა და წიგნის კითხვაა ჩემი დღის გეგმა. განაგრძეთ კითხვა