"შვილთან – მარიამთან ერთად ვუყურებდი თვალებში სიკვდილს" - რა მოხდა თბილისის თავზე სამგზავრო თვითმფრინავში - მშობლები

"შვილთან – მარიამთან ერთად ვუყურებდი თვალებში სიკვდილს" - რა მოხდა თბილისის თავზე სამგზავრო თვითმფრინავში

2017-11-23 10:56:59+04:00

ამ რეისის მგზავრებს შორის ნანუკა ჟორჟოლიანიც იყო ორი დღის წინ თბილისის თავზე სამგზავრო თვითმფრინავი ტრაგედიას გადაურჩა. უამინდობის გამო მან თბილისში დაშვება ვერ შეძლო. ამ რეისის მგზავრებს შორის ნანუკა ჟორჟოლიანიც იყო. სწორედ ამ შემთხვევას მიუძღვნა შემდეგი პოსტი:

"თბილისის თავზე ორჯერ მოწყდასავით თვითმფრინავი. მერე იყანყალა. მერე ისევ ქვევით ჩავარდა. მივხვდით, ვერ ვჯდებოდით. ვერ ვჯდებოდით კი არა, გადავხედე თვითმფრინავს, მაინტერესებდა, ვისთან ერთად შეიძლება გადავსულიყავი სხვა განზომილებაში. გამიმართლა, მშვიდ ხალხთან ერთად ვნერვიულობდი: მერე უცებ თვითმფრინავმა ძალიან სწრაფად ცხვირი ზემოთ აწია და ყანყალით, მგონი სხვა სიტყვა უფრო შეეფერება იმ მდომარეობას, ზემოთ ავფრინდით. მთლად აფრენაც არ ერქვა:) თბილისს თავზე ვუტრიალეთ, ისევ ყანყალით და ქუთაისისკენ წამოვედით. პილოტმა გვითხრა, რომ უამინდობის გამო დედაქალაქში ვერ დაგვსვამდა... პირველად ცხოვრებაში ტაში მეც დავუკარი. სულ მიკვირდა, ასე რომ შვებოდნენ და ხანდახან სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონია. თან უნდა გენახათ, რა გულით ვუკრავდი. კიდევ ერთხელ, და ბევრჯერ შევაწუხე ღმერთი. ალბათ ყველამ თვითმფრინავში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველა ტურბულენტულია, ვისაც უამინდობა უყვარს! წვრილმანების დედაც ჯეკ. მთავარია სიცოცხლე".

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანს დავუკავშირდით...

- თქვენი სტატუსი ბევრმა გააზიარა, სადაც ყველაფერი აღწერეთ, მაგრამ არსად გიხსენებიათ რომ თვითმფრინავში შვილთან ერთად იყავით...

განაგრძეთ კითხვა

{{ArticleSplitCont}}

- დიახ მარიამთან ერთად ვმგზავრობდი და ირგვლივ რომ გავიხედე, კიდევ ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო... ისე მოხდა, რომ ჩვენ დაგვემთხვა ასეთი სირთულე, თორემ ჩვენს შემდეგ ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაჯდა თვითმფრინავები. ოღონდ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინული ავიახაზებით მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი. მივხვდი, რომ ამ ავიაკომპანიით ფრენა თურმე რისკებთან არის კავშირში. ამის წინაც ასეთი კატასტროფული არა, მაგრამ რთული დაჯდომა განახორციელა... მაშინ კიევიდან მოვდიოდი, ახლა ევროპიდან კიევის გავლით.

- იმ ემოციებზე საუბარი ახლა უფროა დვილია, მაგრამ იმ მომენტში რას გრძნობდით?...

- საშინელება იყო და კარგად ვხვდები რა გადაიტანა ყველა იქ მყოფმა მგზავრმა. მოყოლილი არასოდეს აღარ არის ის ემოცია, რაც სინამდვილეში იყო... სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ბოლო წუთები იყო ჩემი ცხოვრების, ეჭვი ოდნავაც კი აღარ მეპარებოდა... მთელი ჩემი განცდები მარიამისკენ მქონდა მიმართული და მარიამიც ამ დროს ძალიან დიდ ემოციებში იყო. მერე ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, როდესაც მიხვდა რომ ხელები გამეყინა და ძალიან ცუდად ვიყავი. მეუბნებოდა, რა მნიშვნელობა აქვს რა მოგკლავს, იმდენად ნერვიულობ ინფარქტს ვერ გადაურჩებიო. მარიამი უფრო მაგრად იდგა, ვიდრე მე და მონაცვლეობით ვნერვიულობდით, ვამხნევებდით ერთმანეთს. თავიდან რომ გავხედე, ფერი მთლიანად დაკარგა, სულ მიტკლისფერი ედო.

mshoblebi

- როგორ შეძელით, რომ ამ კოშმარის შემდეგ ქუთაისიდან ისევ იმ თვითმფრინავს გამოჰყევით თბილისში?

- დიახ, ისევ გავბედეთ... თუ ასეთმა შემთხვევამ შიშის რეფლექსი აგკიდა, თვითმფრინავში ვეღარასოდეს ჩაჯდები. გადავწყვიტე, რომ იქვე როგორღაც შიშთან მებრძოლა... ახლა რომ მკითხოთ, თვითმფრინავში ჩავჯდები თუ არა, დღეს მე ვეღარსად ვერ გავფრინდები. იმ წუთებში ვფიქრობდი, რომ ძალიან უიღბლო ვიყავი, შვილი რომ ჩემთან ერთად იყო... სიტყვებით ვერავინ გადმოსცემს, რა ცუდია, დედა რომ სიკვდილს თვალებში უყურებ!

მანანა გაბრიჭიძე