"მამაჩემმა არ იცოდა, ნუცა ბიჭი იყო თუ გოგო, რა ერქვა..." ნანუკას შოუში მაია ასათიანმა მამასთან ურთიერთობაზე ისაუბრა და იმაზე, თუ რატომ არ მიუშვა შვილიშვილის პანაშვიდზე:
"აი ახლა, 40 წლის ასაკში, შემდგარ, ჩამოყალიბებულ და ძლიერ ქალს დღემდე მაქვს მიტოვებული ბავშვის კომპლექსი. მე რომ გვერდით თავის დროზე მამა მყოლოდა, არ ვიცი, რა გამოვიდოდა ჩემგან... ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რა ტრავმას აყენებენ საკუთარ შვილებს...
ეს მიტოვებული ბავშვის კომპლექსია. ვიღაც ძალიან ახლობელს, ყველაზე ძვირფასს, რომელიც სულ გვერდით უნდა გყავდეს, არ სჭირდები. გგონია, რომ შენ გჭირს რაღაც, ცუდი გოგო ხარ... უფროსები ვერ აცნობიერებენ. მეც მაქვს ეს კომპლექსი...
"დედაშვილობა სიკვდილით არ მთავრდება! საზოგადოებას უნდა, რომ მე ვიყო საფლავზე დამხობილი, მაგრამ..."
მე არ მინდოდა, რომ ის ყოფილიყო პანაშვიდზე. მძიმეა ჩემთვის ამის თქმა. მამაჩემმა არ იცოდა, ნუცა ბიჭი იყო თუ გოგო, რა ერქვა, რამდენი წლის იყო. გვერდიგვერდ უბნებში ვცხოვრობთ. ბოლოს 10 წლის წინ ვნახე. რაღაც პრობლემა ჰქონდა და დახმარება მთხოვა. მივედი, დავეხმარე და წამოვედი. არავის უკითხავს, რამხელაა ჩემი შვილი და რა ჰქვია... და აღარ მინდოდა, ეს უკვე დიდი სიყალბე იყო. როცა გაისმა იქიდან ზარი, დედაჩემს ვუთხარი, რომ უკვე გვიანი იყო... რაღა აზრი ჰქონდა გარდაცვლილი ნუცას ნახვას და ჩემი სახლის კარებში დგომას?!" იხილეთ ვიდეო