თინეიჯერი პატარძლები საქართველოში - რას წერენ უცხოურ პრესაში პატარა ქართველ პატარძლებზე - მშობლები

თინეიჯერი პატარძლები საქართველოში - რას წერენ უცხოურ პრესაში პატარა ქართველ პატარძლებზე

2017-12-14 18:40:53+04:00

16 წლის სამაიას 25 წლის მეუღლე ჰყავს. გათხოვებამდე მომავალი ქმარი მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი ქუჩაში ეს სტატია გამოცემა "ნიუიორკერში" გამოქვეყნდა 2016 წლის ნოემბერში. თუმცა მასში ასახული ფაქტები ახლაც აქტუალურია:

"16 წლის მეგი შეყვარებულ სკოლის მოწაფეს ჰგავს. სამაია მასზე ერთი წლით უფროსია, თითქოს სკოლის დავალებები აქვს გასაკეთებელიო. ეს ორი გოგონა იმ ცხრა გოგონას შორის აღმოჩნდა, რომლებიც ფოტოჟურნალისტ მირიამ მელონის ობიექტივში მოხვდნენ. დანარჩენი ცხრა გოგონაც იმ 17 პროცენტში შედის, რომელიც საქართველოში 18 წლამდე ასაკშია გათხოვილი.

ნაადრევი ქორწინება საქართველოში წესით ძველ ტრადიციებს უკავშირდება და თითქოს თანდათან საერთოდ უნდა აღმოფხვრილიყო, თუმცა ასე როდია. საბჭოთა კავშირის დაშლის, საკმაოდ მძიმე ეკონომიური პირობების შედეგად ეს ტრადიცია საკმაოდ აქტუალური გახდა თანამედროვე საქართველოშიც.

განსაკუთრებით გამოირჩევა ამ მხრივ საქართველოს მაღალმთიანი რაიონები, რომელთაც პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით პირველ ათეულში უკავია ადგილი ევროპაში ნაადრევი ქორწინებების კუთხით. აქ ისევ აქტუალურია ქალების მოტაცება, რაც საბჭოთა კავშირის დროს აკრძალული იყო და სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა.

mshoblebi

16 წლის სამაიას 25 წლის მეუღლე ჰყავს. გათხოვებამდე მომავალი ქმარი მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი ქუჩაში.

როდესაც გოგონას ჰკითხეს, რას ფიქრობდა მომავალ მეუღლეზე, ის უპასუხა, რასაც მისი ოჯახის წევრები ამბობდნენ - კარგი ბიჭია, მისი ნდობა შეიძლებაო. აბა, სხვა რა უნდა თქვა ადამიანზე, რომელიც მხოლოდ ერთხელ გყავს ნანახი, უფრო სწორად, დანახული.

გათხოვილი, პატარა ასაკის გოგონები მალევე ფეხმძიმდებიან, თუმცა ბევრ მათგანს პრობლემები ექმნება ორსულობის დროს და ეს, რა თქმა უნდა, ნაადრევი ასაკიდან გამომდინარე ხდება.

"დანაშაულია ამ ასაკში გოგოს გათხოვება" - რას ამბობენ ისინი, ვინც ნაადრევად დაქორწინდნენ?

აი, მაგალითად, ბათუმში მცოვრები 16 წლის მეგი სულაც არ იყო მზად ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის, მისი ორგანიზმი არ გახლდათ მომწიფებული ამ პროცესისთვის.

ინტერვიუს აღების და ფოტოს გადაღების ნებრთვა კი ჟურნალისტმა ჯერ გათხოვილი გოგონების ნათესავებისგან, შემდეგ კი მეუღლისგან აიღო. თავად გოგონებს არავინ არაფერს ეკითხება.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

მართალია, დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველოში აიკრძალა ნაადრევი ქორწინებები, თუმცა არაოფიციალური ქორწინებები მაინც ფიქსირდება, განსაკუთრებით მუსლიმებში, ასე რომ, ნაადრევი ქორწინებების აკრძალვას მარტო კანონი ვერ უშველის.

mshoblebi

...თამუნა 15 წლის ასაკში გათხოვდა, ის ბავშვობიდან ცეკვაზე ოცნებობდა, უნდოდა პროფესიონალი მოცეკვავე გამხდარიყო, თუმცა პროფესიონალი კი არა, ქმრის ოჯახში საერთოდ ცეკვა ჰქონდა აკრძალული. ეს მისის ერთადერთი შეზღუდვა როდი გახლდათ. გოგონამ ვეღარ გაუძლო ქმრისა და მისი ოჯახის ზეწოლას და მშობლების სახლში დაბრუნდა. ინტერვიუზე მისულ ჟურნალისტს თამუნას მამამ აკორდეონზე დაუკრა, თამუნა კი ბედნიერი წამოხტა სკამიდან და ცეკვა დაიწყო.

ასეთ დღეში მარტო თამუნა როდია. ბევრი დედამთილ-მამამთილი და დედ-მამა მიიჩნევს, რომ მათ ქალიშვილსა თუ რძალს სწავლა არაფერში სჭირდება, არც პროფესია, მათი პროფესია გათხოვება და ოჯახის მოვლაა, თუმცა თანამედროვე ახალგაზრდობა მეტად ამბიციურია და საკუთარი ოცნებების ასრულებაზე სერიოზულად ფიქრობს.

mshoblebi

mshoblebi

წყარო