ეს უნდა იცოდეთ! რეალობა პალმისა და რაფსის ზეთის შესახებ ბავშვთა კვებაში - მშობლები

ეს უნდა იცოდეთ! რეალობა პალმისა და რაფსის ზეთის შესახებ ბავშვთა კვებაში

2017-12-20 08:40:58+04:00

როდესაც ადამიანის კვებით რაციონში ადრეულ ასაკშივე ჩნდება პალმისა და რაფსის ზეთი... როდესაც ადამიანის კვებით რაციონში ადრეულ ასაკშივე ჩნდება პალმისა და რაფსის ზეთი, ეს ფაქტი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას. ჩვილ ბავშვებში გახშირებული ყაბზობისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ პალმის და რაფსის ზეთის აქტიური მოხმარებაა. შესაბამისად, დედებისთვის უმნიშვნელოვანესია ფლობდნენ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას პალმისა და რაფსის ზეთის შესახებ, რათა შეძლონ ბავშვის კვების მართებული შერჩევა.

ადაპტირებული ნარევის ცხიმოვან კომპონენტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პალმიტინის ცხიმოვანი მჟავა (პალმიტატი). ის წარმოადგენს დედის რძეში შემავალი ცხიმოვანი მჟავების 25%-ს. ზოგადად, ბუნებაში პალმიტატის წყაროს წარმოადგენს ან ნატურალური რძის ცხიმი, ან პალმის ზეთი. ადაპტირებული ნარევების მწარმოებელთა უმეტესობა ტრადიციულად იყენებს პალმის ზეთს. პალმის ხეებიდან მიღებული ზეთი პოპულარულია დაბალი ფასის და შენახვის ხანგრძლივი ვადის გამო. პალმის ზეთი შეიცავს ე.წ. "ცუდ პალმიტატს" (ალფა-პალმიტატს), რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის ისეთ აუცილებელ მიკროელემენტს, როგორიც კალციუმია. პალმის ზეთის საუკეთესო ბუნებრივი ალტერნატივა არის ნატურალური რძის ცხიმი, ოღონდ იგი შედარებით ძვირადღირებულია. მხოლოდ დედის რძეში და ნატურალურ რძის ცხიმში გვხვდება ე.წ. "კარგი პალმიტატი" (ბეტა-პალმიტატი), რომელიც წარმოადგენს ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი ენერგიის წყაროს. ბეტა-პალმიტატი უზრუნველყოფს ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ენერგიის 60%-ს.

mshoblebi

რაც შეეხება რაფსის ზეთს, აქ პრობლემები დაკავშირებულია მასში ერუკის მჟავის მაღალ შემცველობასთან. ორგანიზმის ქსოვილებში დასაშვებზე მეტი ერუკის მჟავის დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი განვითარების შეფერხებები, ასევე ღვიძლის, ჩონჩხის კუნთების და სისხლძარღვების პრობლემები. მოზრდილი ადამიანისთვის რაფსის ზეთის დასაშვებ უსაფრთხო დონედ ითვლება 10 გრამი დღე-ღამეში. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური დიალოგი ზოგადად რაფსის ზეთის გამოყენების მიზანშეწონილობაზე ბავშვთა კვებაში, რადგანაც მიიჩნევა, რომ მან შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს ბავშის განვითარებისა და ზრდის პროცესებზე. ზოგიერთ ქვეყანაში რაფსის ზეთის გამოყენება ბავშვთა კვებაში აკრძალულია (მაგ. აშშ, კანადა). განსაკუთრებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ რაფსის ზეთის მავნე თვისებების შემცირების მიზნით, დაიწყეს მცენარე რაფსას გენური ინჟინერიით მიღება. ამჟამად, უკვე რაფსას 90%-მდე მიიღება გენმოდიფიცირების გზით, ანუ წარმოადგენს გმო-ს.

ამგვარად, ბავშვთა ადაპტირებული ნარევის შერჩევისას აუცილებელია დედები გაეცნონ კოლოფზე დატანილ ინფორმაციას და შემადგენლობას. ყურადღება მიაქციონ წარწერას, რომ კვება არ შეიცავს პალმის ზეთს და რაფსის ზეთს, გმო-ს და დამზადებულია ნატურალურ რძის ცხიმზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია პრიორიტეტი მიენიჭოს არა ქართულ სტიკერს, ან ქართულ ანოტაციას, არამედ თავად მწარმოებლის მიერ კოლოფზე დატანილ ინფორმაციას ორიგინალში.

R