დავით ოქიტაშვილი ბაბუა გახდა - "ძალიან ფეხბედნიერი აღმოჩნდა ჩემი კატო" - მშობლები

დავით ოქიტაშვილი ბაბუა გახდა - "ძალიან ფეხბედნიერი აღმოჩნდა ჩემი კატო"

2017-12-20 11:53:25+04:00

"ჩემს შვილებს სამ თვემდე ხელში ვერ ვიჭერდი... შვილიშვილთან სხვანაირად ვარ..." "ჯერ კიდევ სიზმარში მგონია თავი, აზრზე ვერ მოვსულვარ. ბავშვს სახლში რომ ვხედავ, ვხვდები, რომ ბაბუობა კიდევ სულ სხვა ფენომენი ყოფილა, რომელსაც მე ჯერჯერობით ვსწავლობ. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან ჩემს ცხოვრებაში ახალი ცხოვრების ფურცელი დაიწყო...", - ამბობს დავით ოქიტაშვილი, რომელიც თავის უდიდეს სიხარულს ჩვენც გვიზიარებს...

- ჩემი შვილიშვილი კატო დოლაბერიძე 11 დეკემბერს, შუა დღეს დაიბადა. სახელი მშობლებმა შეურჩიეს, ჩვენ არ ჩავრეულვართ... კატოს დაბადებას სამშობიაროში იმდენი ადამიანი ვესწრებოდით, ფოტოზე კადრში ვერ ჩავეტიეთ. უპრეცედენტოდ ბევრი ვიყავით... ეს იყო სიხარული, რომელიც ჩვენთან ერთად ოჯახის მეგობრებმა გაიზიარეს. დღეს ისეთი დრო მოვიდა, ვინც სიხარულის დროს შენთან ერთად არის, ის არის ნამდვილი მეგობარი. ადამიანებმა დავკარგეთ ერთმანეთის პატივისცემა და სიხარულის გაზიარება. ამიტომ მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც ჩვენს გვერდით იყო, ვინც დამირეკა და მომილოცა... ვინც არ მომილოცა, მათაც მადლობას ვუხდი და ვუსურვებ თავადაც გამოეცადოთ ის ბედნიერება, როგორც მე ვარ ახლა. ჯერ კიდევ სიზმარში მგონია თავი, აზრზე ვერ მოვსულვარ. ბავშვს სახლში რომ ვხედავ, ვხვდები, რომ ბაბუობა კიდევ სულ სხვა ფენომენი ყოფილა, რომელსაც მე ჯერჯერობით ვსწავლობ. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან ჩემს ცხოვრებაში ახალი ცხოვრების ფურცელი დაიწყო. ბაბუას მეტი პასუხისმგებლობა მართებს შვილიშვილის წინაშე. მსურს, რომ ბავშვი ისეთივე კარგი ქართველი გაიზარდოს, როგორსაც საქართველო იმსახურებს...

- რა განსხვავებული ემოციაა მამობასა და ბაბუობას შორის?

- ბაბუობა სულ სხვა რამეა... რასაკვირველია, შვილი უდიდესი სიხარულია და შვილს თავისი ადგილი აქვს, შვილიშვილს - თავისი. ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებაა. სულ ვფიქრობ, სახლში ადრე მივიდე. გუშინაც ყველანაირად ვეცადე, მაგრამ 9 საათამდე მისვლა ვერაფრით მოვახერხე... ერთხელ დავესწარი, როგორ აბანავებდნენ და ძალიან ვიმხიარულეთ. თვითონაც უხაროდა და ჭყლოპინებდა. ვუყურე როგორ აჭმევენ, უცვლიან და ასე შემდეგ... თავს ვერ ვიკავებდი და ვასწავლიდი, ასე და ასე უნდა-მეთქი... ჩემს შვილებს სამ თვემდე ხელში ვერ ვიჭერდი. ბავშვები რომ ფართხალებდნენ, მეშინოდა არ გადამვარდნოდნენ. ახლა კი ჩემს ქალიშვილს ვუთხარი, კატო მე დამიტოვეთ და მოვუვლი და გავასეირნებ კიდეც-მეთქი... ვნახოთ აბა, თუ მანდობენ...

mshoblebi

- ბაბუა არ გეხამუშებათ?

- არა, პირიქით! ყველაფერს თავისი დრო აქვს! მე მიხარია, ღმერთმა მარგუნა ბედნიერება – ბაბუა ვიყო! უწმინდესის ნათქვამს გავიმეორებ და გეტყვით, რომ ისეთი დრო მოვიდა, როდესაც წლოვანებას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია გული და შემართება იყოს ახალგაზრდული! წლოვანება ციფრებია, რომელიც ფურცელზეა დაწერილი. რომ ვაკვირდები, მეგობრებს შორისაც არ აქვს არანაირი მნიშვნელობა დიდ ასაკობრივ სხვაობას, მთავარია გულით ესმოდეთ ერთმანეთის...

- შვილიშვილის დაბადებიდან მალევე საზღვარგარეთ მოგიხდათ წასვლა ნანი ბრეგვაძესთან და ეკა მამალაძესთან ერთად...

- დიახ, მე არ მინახავს როგორ გამოიყვანეს სამშობიაროდან კატო. წინა დღეს მაჩვენეს და რომ ჩამოვედი უკვე სახლში დამხვდა... ჩემი სამსახუროებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ მომიხდა გამგზავრება. ძალიან წარმატებული იყო ჩვენი ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში. ნანი ბრეგვაძე არის ცოცხალი ლეგენდა და უზომოდ მიხარია ის სიყვარული და დამოკიდებულება, რაც მე გერმანიაში ვნახე. საოცარი შეხვედრა მოუწყვეს... გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ფრანკფურტის პარლამენტის თავჯდომარესთან. ჩემთვის კურიოზული აღმოჩნდა ის, რომ ფრანკფურტის კულტურის თავჯდომარემ და მერიამ - კულტურის პალატას შეგვიკვეთეს რომ მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზატორები ვიყოთ ფრანკფურტის მხრიდან... ისინი აღფრთოვანებული იყვნენ ჩვენს მიერ ცატარებული 201 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ღონისძიებით საქართველოში. ეს საქართველოსთვის დიდი აღიარებაა... აი, ასეთი ფეხბედნიერი აღმოჩნდა ჩემი კატო! ასეთი წინადადება მართლაც ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის!

mshoblebi

მანანა გაბრიჭიძე