თემოს ძიძა, ეკა, სოციალურ ქსელში მის ახალ-ახალ ფოტოებს აქვეყნებს გიორგი მარგველაშვილის და მაკა ჩიჩუას პირველი ვაჟი, თემო მარგველაშვილი მშობლებთან ერთად დუშეთში იზრდება. პირველ ლედის შვილის აღზრდაში არაჩვეულებრივი ქალბატონი, ეკა ჩიტაია ეხმარება.
ქალბატონ ეკას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს პატარა თემოსთან. როგორც ქალბატონმა მაკამ არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, თემოს ძალიან უყვარს თავისი ძიძა. იგი გამუდმებით პატარა თემოს გვერდითაა და სავარაუდოდ, მასვე მიანდობენ მაკა ჩიჩუას მესამე შვილის აღზრდას.
ვინ ეხმარება თემოს გაზრდაში პირველ ლედის
ქალბატონი ეკა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს უსაყვარლესი თემოს ფოტოებს. სულ ახლახან აუზზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ცივი და სუსხიანი ამინდების მიუხედავად თემო აქტიურად დაჰყავთ აუზზე, სადაც ცურვას სწავლობს. თემოს სახეზე კმაყოფილება ეტყობა და ბედნიერ ღიმილს ასხივებს.
მერი ბლიაძე