საქართველოში პირველი მშობიარე გადაურჩა " პლაცენტა პერკრეტას" სასიკვდილო დიაგნოზს: "მსგავსი ოპერაცია მსოფლიო მედიცინაში აღწერილი არ არის" - მშობლები

საქართველოში პირველი მშობიარე გადაურჩა " პლაცენტა პერკრეტას" სასიკვდილო დიაგნოზს: "მსგავსი ოპერაცია მსოფლიო მედიცინაში აღწერილი არ არის"

2018-01-06 11:21:59+04:00

"ეს გართულება წინა საკეისრო კვეთის ბრალი იყო" 28 წლის მშობიარე გოგონა და მისი ახლშობილი ერთ-ერთი პირველები არიან საქართველოში, რომლებიც, პრაქტიკულად, სასიკვდილო დიგნოზს გადაურჩნენ. პლაცენტა პერკრეტას (პლაცენტის ჩაზრდა საშვილოსნოსა და შარდის ბუშტის კედელში), დიაგნოზის მქონე პაციენტი საქართველოში, პრაქტიკულად, პირველად გადარჩა. ამ დიაგნოზით თითქმის ყველა ორსული იღუპება სისხლდენით. მსოფლიო სტატისტიკით სიკვდილობის მაჩვენებელი აღემატება 75%-ს/……ურთულესი ოპერაცია ცნობილმა გინეკოლოგმა – ზაზა სინაურიძემ დაგეგმა. ამჯერად დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ და ბინაზე გასაწერად ემზადებიან.

- უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ სწორი დიაგნოსტირება თავის დროზე მოხდა. იმდენად რთული დიაგნოზია, ეს თუ ოპერაციის მსვლელობისას დაისვა, ფაქტიურად პაციენტის გადარჩენის შანსი აღარ არსებობს... ყველა ძალიან ვღელავდით. როცა ორი სიცოცხლის გადარჩენასთან გაქვს საქმე, ურთულესია! თან, როდესაც ის შემთხვევაა, სტატისტიკურად მსოფლიო მონაცემებით 70 პროცენტში რომ სიკვდილიანობაა. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა წნეხის ქვეშ ვიყავით, მაგრამ მომზადებულები შევხვდით. მთელი შვიდკაციანი გუნდი იყო ჩართული და შესაბამისად ამან მოგვცა კარგი შედეგი! ყველა გვერდით დაგვიდგა, განსაკუთრებით ჯანდაცვს სამინისტრო, ჩვენი კოლეგები... რასაკვირველია ყველაფერი უსასყიდლოდ გაკეთდა და არავის ამ საქმეში ხელფასი არ აუღია. უიშვიათესი შემთხვევა იყო და აზრადაც არავის მოსვლია, ანაზღაურებაზე ეფიქრა. საქველმოქმედოდ გაკეთდა ყველაფერი.

მშობიარე ახალგაზრდა გოგონაა, 28 წლის არის და ახალგაზრდა ასაკს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ხანში შესული ადამიანს, მაგრამ ამ ოპერაციის დროს დაახლოებით 7-დან 14 ლიტრამდე სისხლი იკარგება. ყველას ეშინოდა, ამას როგორ გადაიტანდა... ასეთი უნიკალური რამ საქართველოში ნამდვილად პირველად მოხდა: წინასწარ იყო სისხლ-ძარღვები ემბოლიზირებული და სისხლი თითქმის არ დაკარგულა... ის დრამატული სიტუაციები, რაც შეიძლებოდა ოპერაციას მოჰყოლოდა, თითქმის თავიდანვე აღმოფხვრილი იყო. ახლა მშვენივრად არიან დედაც და ბავშვიც! აბსოლუტურად არანაირი გართულება არ ყოფილა, ყველაფერი იმ გეგმით წარიმართა, რომელიც დავსახეთ.

- პაციენტმა თავიდანვე იცოდა მისი ურთულესი მდგომარეობის შესახებ?

- იცოდა, რადგან საკმაოდ განათლებული გოგოა და ძალიან პოზიტიური ადამიანი. როდესაც დიაგნოზი წაიკითხა, მიხვდა, რამდენად რთულად იყო ყველაფერი.

გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

ოპერაციის მსვლელობისას უამრავი ადამიანი ედგა გვერდით, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა.

ასეთი პათოლოგიები ყოფილა საქართველოში და სამწუხაროდ, სავალალო შედეგით დამთავრებულა. მთელი მსოფლიოს ლიტერატურას თვალს ვადევნებ და მსგავსი რამ აღწერილი არ არის! ეს ოპერაცია ხდება რენტგენის გამოყენებით და ჩვენ არ გამოვიყენეთ, რადგან არ არის სასურველი მუცლად მყოფი ბავშვისთვის. ექოსკოპიის კონტროლით ჩატარდა ყველაფერი. ის დასხივებაც კი ავაცილეთ ბავშვს თავიდან, რომელიც მთელ მსოფლიოს ასეთი ოპერაციების დროს აღწერილი აქვს... ჩვენს ამ სიახლეს აუცილებლად საერთაშორისო საზოგადოებაში გავიტანთ. უკვე დამიკავშირდნენ ჩემი კოლეგები ამერიკიდან, რომლებიც ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავენ. არც თუ დიდი გამოცდილებაა მსოფლიოში ასეთი რთული პაციენტების მართვის და ნებისმიერი შემთხვევა ითხოვს, რომ კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება... გარდა იმისა რომ ოპერაცია დავგეგმეთ, ტექნიკურადაც ძალიან კარგად გამოვიდა. ვიდეოს ნახვით ძალიან ბევრია დაინტერესებული, მათ შორის ჩვენი უცხოელი კოლეგები.

ამ ქალბატონმა მესამე შვილი გააჩინა. მისთვის მეოთხე მშობიარობა იყო, ერთი ბავშვი არ ჰყავს... მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ გავიმეორო, ძალიან ხშირად რომ ვუხსნი ჩემს პაციენტებს, თუ რატომ არ არის სასურველი საკეისრო კვეთა. Eეს პათოლოგია პაციენტს მხოლოდ იმიტომ ჩამოუყალიბდა, რომ წინაზე საკეისრო კვეთა ჰქონდა განაკეთები. როდესაც ქალს აქვს შანსი, რომ ფიზიოლოგიურად იმშობიაროს, ამ მოდად ქცეულ საკეისრო კვეთას უნდა მოერიდოს! ზედაპირული გადახედვით, საკეისრო ადვილია, 15 წუთი ჭირდება, მაგრამ 21-ჯერ მეტი გართულება აქვს, ვიდრე ფიზოლოგიურ მშობიარობას! Mმე მქონია მაგალითი, როდესაც 42, 44 წლის ქალბატონებმა ბუნებრივად გადასარევად იმშობიარეს... მედიცინა რისკების შეფასების მეცნიერებაა. თუ რისკი ბუნებრივად მშობიარობის დროს უფრო მაღალია, ვიდრე საკეისრო კვეთის დროს, მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული! ძლიერი ტკივილების თუ ეშინიათ, დღეს ხომ უამრავი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა... ჩვენთან დანერგილია წყალში მშობიარობა, რომელსაც ძალიან ბევრი მიმართავს და ძალიან მადლიერები არიან. საერთოდ ეხსნებათ ტკივილი და გადასარევი მეთოდია!

როგორ ამოჰყავთ ბავშვი საკეისრო კვეთის დროს - ზესტაფონელი ექიმის ვიდეო

საკეისრო კვეთის რეალური შედეგები

ბავშვები "საკეისრო კვეთის" შემდეგ - არის თუ არა განსხვავება

მანანა გაბრიჭიძე