"არ მიყ­ვარს ცი­ვი სახ­ლე­ბი, სა­ი­და­ნაც ვერ გა­ი­გებ, ვინ ხარ" - მა­რი­ნა ბე­რი­ძის არტბი­ნა ვაკეში - მშობლები

"არ მიყ­ვარს ცი­ვი სახ­ლე­ბი, სა­ი­და­ნაც ვერ გა­ი­გებ, ვინ ხარ" - მა­რი­ნა ბე­რი­ძის არტბი­ნა ვაკეში

2018-01-08 07:23:35+04:00

"3 წუთ­საც ვერ ვიცხოვ­რებ­დი იმ ძვი­რად ღი­რე­ბულ ბი­ნა­ში..." მა­რი­ნა ბე­რი­ძე ვა­კე­ში, ცენ­ტ­რა­ლურ გამ­ზირ­ზე ცხოვ­რობს. ერ­თი მხრი­დან მი­სი სახ­ლი ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირს გა­დას­ც­ქე­რის, მე­ო­რე მხრი­დან კი - ვე­რეს ხე­ო­ბას. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას კორ­პუ­სი თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზაინი­თა და პი­რო­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პ­ლექ­სის ნა­წი­ლია. შეხ­ვალთ თუ არა სა­დარ­ბა­ზო­ში, ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თ­ვის უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო დაგ­ხ­ვ­დე­ბათ: სა­ვარ­ძე­ლი მო­სას­ვე­ნებ­ლად, დი­დი, ლა­მაზ­ყ­ვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი ქოთ­ნე­ბი და სარ­კე, რო­მელ­საც ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ხში­რად სელ­ფის­თ­ვის იყე­ნე­ბენ. ამას­თან, კორ­პუსს იმ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი ლიფ­ტე­ბი აქვს, ჩემ­ნა­ი­რი მში­შა­რა ადა­მი­ა­ნიც კი უშ­ფოთ­ვე­ლად ავედი მა­ღალ სარ­თულ­ზე.

- ამ ბი­ნა­ში 2013 წელს გად­მო­ვე­დი, მა­ნამ­დე სო­ლო­ლაკ­ში, ბევ­რად უფ­რო კარგ და დიდ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი, სა­დაც 50 კვ.მ ფართობის მხო­ლოდ ვე­რან­და მქონ­და თა­ვი­სი ჰა­მა­კით, თბი­ლი­სუ­რი ეზო­თი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით... მყავ­და მე­ზო­ბე­ლი სე­და, გამ­ყიდ­ვე­ლი რი­ტა, იყო გა­და­ძა­ხი­ლე­ბი: “ა­მო­მი­ტა­ნე პუ­რი”, “სი­გა­რე­ტი გა­მი­თავ­და, ამო­მა­წო­დე”, ყა­ვას ვსვამ­დით ხე­ე­ბით და­ბუ­რულ ეზო­ში... მოკ­ლედ რომ ვთქვა, თბი­ლი­სურ ეზო­ში გა­ვა­ტა­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წლე­ბი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა უც­ნა­უ­რი რა­მეა და მოხ­და ისე, რომ 2013 წლი­დან უკ­ვე აქ ვცხოვ­რობ. ბინის ყიდ­ვის სა­კითხი რომ დად­გა, ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, ჩე­მი შვი­ლი ცხოვ­რობს პირ­ველ სა­დარ­ბა­ზო­ში და მი­სი დი­დი სურ­ვი­ლი იყო, რომ მას­თან ახ­ლოს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

მარინა ბერიძე: "თუ შვილი კარგად არ გაზარდე, არაფერს აზრი არ აქვს"

ვა­კე სო­ლო­ლა­კის შემ­დეგ

...სო­ლო­ლაკ­ში ძვე­ლი თბი­ლი­სუ­რი მე­ზობ­ლო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­მორ­ჩე­ნი­ლია, ვა­კე­ში ამ მხრივ ცო­ტა „სი­ცი­ვეა“. სო­ლო­ლაკ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნია, ეს რას ნიშ­ნავს?! ვიც­ნობ­დი და მიც­ნობ­და ყვე­ლა, იქ ისე გავ­დი­ო­დი მა­ღა­ზი­ა­ში, რო­გორც სახ­ლ­ში ვი­ყა­ვი და ამის პრობ­ლე­მა არ მქონ­და, აქ კი პურ­ზეც რომ გა­ვი­დე, უნ­და მოვ­წეს­რიგ­დე, გა­მო­ვეწყო, რად­გან შე­იძ­ლე­ბა დი­დი მან­ძი­ლის გავ­ლა მო­მიხ­დეს ელე­მენ­ტა­რუ­ლი რა­მის­თ­ვის, „უცხოდ“ ვარ მა­ინც.

mshoblebi

რე­მონ­ტი

...ბი­ნა­ში რომ შე­მო­ვე­დი, შა­ვი კარ­კა­სი იყო და მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, ძა­ლი­ან ცუ­დად იყო ჩე­მი საქ­მე - ეს გახ­ლ­დათ სა­მო­თა­ხი­ა­ნი, პა­ტა­რა ფარ­თის ბი­ნა, სა­დაც სხვა ჩემ­თ­ვის აუცი­ლე­ბელ და სა­ჭი­რო ნივ­თებ­თან ერ­თად არ მე­ტე­ო­და რო­ი­ა­ლი. ეს რას ნიშ­ნავს ჩემ­თ­ვის, ალ­ბათ წარ­მო­გიდ­გე­ნია. მაგ­რამ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, ძა­ლი­ან კარ­გ­მა არ­ქი­ტექ­ტორ-დი­ზა­ი­ნერ­მა მა­რი­კა ცა­გა­რელ­მა მითხ­რა, შენ წა­დი, მე მივ­ხე­დავ ყვე­ლა­ფერს და კომ­პი­უ­ტერ­ში გაჩ­ვე­ნე­ბო. და­ვუ­ჯე­რე, დარ­ჩა აქ და გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­მახ­ვედ­რა ბი­ნა. ახ­ლა მაქვს ერ­თი სა­ძი­ნე­ბე­ლი, მი­სა­ღე­ბი და სამ­ზა­რე­უ­ლო. ეს კი ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია, იმი­ტომ, რომ ვცხოვ­რობ მარ­ტო. რე­მონ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თი კარ­გი ის­ტო­რია გა­მახ­სენ­და: ამ კორ­პუს­ში ძი­რი­თა­დად შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი ცხოვ­რო­ბენ, მე ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­შუ­ა­ლო დო­ნის რე­მონ­ტი გა­ვა­კე­თე. უკ­ვე აქ ვცხოვ­რობ­დი, რო­ცა ჩემ­მა ერთ-ერ­თ­მა მე­ზო­ბელ­მა და­იწყო სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და საქ­მე ცო­ტა უც­ნა­ურ „პრა­რაბს“ ჩა­ა­ბა­რა, რა­ღაც­ნა­ი­რი, „არტპრა­რა­ბი“ იყო (ი­ცი­ნის). ერთ დღეს ამ „არტპრა­რაბ­მა“ მითხ­რა, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი სახ­ლი და თუ შე­იძ­ლე­ბა, და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბო. რა თქმა უნ­და, შე­მო­ვიყ­ვა­ნე. მო­ი­ა­რა, და­ათ­ვა­ლი­ე­რა და ბო­ლოს მე­უბ­ნე­ბა, - კი, კარ­გია, არტბი­ნაა, ოღონდ იაფი­ა­ნიო (ი­ცი­ნის). მე­რე შე­მიყ­ვა­ნა იმ სახ­ლ­ში, რო­მელ­საც აკე­თებ­და და მივ­ხ­ვ­დი, რომ 3 წუთ­საც ვერ ვიცხოვ­რებ­დი იმ ძვი­რად ღი­რე­ბულ ბი­ნა­ში. ვთვლი, რომ სახ­ლი მცხოვ­რე­ბის ში­ნა­გან სამ­ყა­როს გა­მო­ხა­ტავს და გაჩ­ვე­ნებს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე, ის მუხ­ტი, აურა, სიმ­ყუდ­რო­ვე და გა­რე­მო, რაც სო­ლო­ლაკ­ში მქონ­და, აქ გად­მო­მე­ტა­ნა და ალ­ბათ ამი­ტო­მაც ჩე­მი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, მა­რი­ნამ სო­ლო­ლა­კის შემ­ცი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი გა­ა­კე­თაო. დოი კი ამ სახლს სო­ლო­ლა­კის მოკ­ლე ში­ნა­არსს ეძა­ხის (ი­ღი­მის). მინ­დო­და, ყო­ფი­ლი­ყო ის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ მა­რი­ნა სადღაც კი არ წა­ვი­და, ისევ თა­ვის სივ­რ­ცე­სა და გა­რე­მო­შია, მგო­ნი გა­მო­მი­ვი­და (ი­ღი­მის). განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები