ამ პროდუქტზე უარის თქმამ შეიძლება მეხსიერების პრობლემებიც გამოიწვიოს სასკოლო პროგრამის ათვისება ბავშვებისგან მაღალ გონებრივ აქტივობას მოითხოვს. თანაც ბავშვი იზრდება და ვითარდება, ამიტომ ვიტამინები და ენერგიის წყარო ისე სჭირდება, როგორც არასდროს.
რით შეგვიძლია მშობლებს ამ დროს ბავშვის ორგანიზმს შევეშველოთ? იმისათვის, რომ სასწავლო პროცესმა მათთვის ადვილად ჩაიაროს, აუცილებელია დღის რეჟიმის ორგანიზება და ბავშვის მენიუს სასარგებლო საკვებით გაჯერება. გთავაზობთ 15 ყველაზე სასარგებლო პროდუქტს, რომლებიც გონებას სასწავლო მასალის ათვისებაში დაეხმარებიან.
1. თევზი
უკეთესია, თუ მოხარშულს მიირთმევს. შესანიშნავი ენერგიის წყაროა და კარგად მოქმედებს ტვინზე. თევზზე უარის თქმამ შეიძლება მეხსიერების პრობლემებიც გამოიწვიოს.
2. ხორცი
ხორცში შემავალ ცილებს ვერაფერი შეცვლის. ქათმის, ძროხის, ბატკნის, თიკნისა და ღორის ხორცი კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევის პროცესს.
3. კვერცხი
კვერცხში შემავალი ნივთიერებები გონების კონცენტრაციისთვის ძალიან სასარგებლოა. თუმცა ეს პროდუქტიც ჯობია, რომ მოხარშული მიიღოთ, რადგან შეწვის შემთხვევაში ქოლესტერინის დონე მატულობს.
4. წყალი
მართალია, ისედაც ყველა სვამს ყოველდღე, მაგრამ აქ დღიურ ნორმაზეა საუბარი. მოსწავლეს დღეში 1-1,5 ლიტრი სითხე სჭირდება. ამაში გაზიანი სასმელები, ჩაი და ყავა არ იგულისხმება.
5. წითელი წიწაკა და სუნელები
ბრიტანეთში წითელი წიწაკა სასკოლო ასაკისთვის საუკეთესო პროდუქტად დაასახელეს. თუმცა რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობით უნდა გამოიყენოთ.
6. კარტოფილი
მასში შემავალი სახამებელი გონებრივ აქტივობას უწყობს ხელს. სახამებელი გლუკოზად გარდაიქმნება, რაც ადამიანს ენერგიას მატებს.
7. ნიორი
გარდა იმისა, რომ ტვინს ჟანგბადით ამდიდრებს, ამავე დროს შესანიშნავი საპროფილაქტიკო საშუალებაა. ამაგრებს იმუნიტეტს. დღეში 2 კბილი ნიორი ვირუსს შანს არ დაუტოვებს. სუნის გასაქრობად კი ბავშვს ოხრახუშის ღერი დააღეჭინეთ.
8. ბროკოლი
მას მოსწავლეების მეგობარსაც ეძახიან, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს ტვინის მკვებავს - ვიტამინ k-ს. საერთოდ, კომბოსტოს გონებრივი შრომით დაკავებული ადამიანებისთვის სპეციალისტები ხშირად გვირჩევენ.
9. რძის პროდუქტები
ამარაგებს ორგანიზმს კალცით. სასკოლო ასაკის ბავშვისთვის რძის დღიური ნორმა 500 მილილიტრია.
10. ნაღების კარაქი
ქოლესტერინით შეშინებული დიასახლისები მას გამუდმებით ზეთით ანაცვლებენ. ეს კი სწორი არ არის, მასში შემავალი ცხიმი ტვინისთვის სასარგებლოა. უბრალოდ, სწორად უნდა გამოიყენოთ - მასში შეწვა დაუშვებელია, არც დიდი რაოდენობითაა სასარგებლო.
11. კაკალი
საყოველთაოდ ცნობილია, რომ თხილი და კაკალი გონების პირველი სტიმულატორები არიან. ძალიან კარგად მოქმედებენ მეხსიერებაზე.
12. როზმარინი
ეს მწვანილი ბავშვებს მეხსიერებას უუმჯობესებს.
13. ყურძენი
განსაკუთრებით სასარგებლოა წითელი ყურძენი. ის ტვინის უჯრედების კვებას უზრუნველყოფს.
14. ლიმონი
დაძინებამდე გარკვეული დროით ადრე დალეული ლიმონიანი ჩაი მეხსიერებისთვის სასარგებლოა.
15. თაფლი
ამაღლებს იმუნიტეტს და მეხსიერების წყაროა.