აუცილებელი ვიტამინები და მინერალები 5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის - მშობლები

აუცილებელი ვიტამინები და მინერალები 5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის

2018-01-16 20:23:50+04:00

ის, რაც ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის არის საჭირო ბავშვისთვის, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, ზრდისა და განვითარებისთვის, ძლიერი იმუნიტეტისთვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერი, ჯანსაღი კვება და ასევე ვიტამინები და მინერალები. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიტამინი და მინერალი, რომელიც ფიზიკურ და გონებრივ ზრდა-განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს.

მაგალითად, ომეგა3-ს რკინასთან და თუთიასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იმუნიტეტისთვის. რკინა, როგორც ცნობილია, საჭიროა ჰემოგლობინის სინთეზისათვის და ჟანგბადის უჯრედებამდე ტრანსპორტირებისათვის.

თუთიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასწავლის და მახსოვრობის პროცესებში. იგი მონაწილეობს დნმ-ის სინთეზის, ცილების მეტაბოლიზმის, ძვლების და იმუნური სისტემის განვითარებაში. ვიტამინი D3 და მინერალები, როგორიცაა მაგნიუმი და თუთია, აუცილებელია სწრაფად მზარდი ძვლოვანი ქსოვილის და ჯანსაღი კბილების განვითარებისთვის.

ბავშვის ორგანიზმს გააჩნია გაზრდილი მოთხოვნილება კალციუმის და ფოსფორის მიმართ, საკვებიდან მათი ათვისების პროცესი დამოკიდებულია რამდენიმე ნუტრიენტის და მათ შორის ვიტამინ D-ს ნორმალური დონის არსებობაზე.

mshoblebi

ამ და სხვა საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს ბავშვის ორგანიზმი იღებს საკვების სახით, თუმცა ასევე არსებობს სპეციალურად შედგენილი ფორმულები, ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსები, რომელიც განსაკუთრებით ზამთრის და გაზაფხულის სეზონზეა საჭირო ორგანიზმისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ვირუსებთან საბრძოლველად, ასევე ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის.

ასეთია მაგალითად, დიდ ბრიტანეთში წარმოებული ვიტამინები. განსაკუთრებით რეკომენდებულია ბევრი სპეციალისტის მიერ საბავშვო სიროფი "ველკიდი" ("ველბეიბი"), ნატურალური ფორთოხლის არომატით, რომელიც წარმოადგენს იდეალურ ფორმულას 3 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის.

სიცოცხლისთვის აუცილებელი 14 ვიტამინისა და მინერალის კომპლექსი ომეგა3-თან ერთად მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელი განვითარებისათვის. ველკიდი საბავშვო შეიცავს შვეიცარული ალპების ალაოს ექსტრაქტს, რომელიც არაჩვეულებრივ არომატს აძლევს სიროფს და ამავე დროს წამოადგენს ბუნებრივი ენერგიის წყაროს.

ფორმულა ეყრდნობა უახლეს მეცნიერულ კვლევებს და შექმნილია მაღალი ფარმაცევტული სტანდარტების მიხედვით.