კიდევ ერთი ლამაზი შოუბიზნესური წყვილი - ანდრია გველესიანმა იქორწინა - მშობლები

კიდევ ერთი ლამაზი შოუბიზნესური წყვილი - ანდრია გველესიანმა იქორწინა

2018-02-03 19:00:08+04:00

წყვილმა ქორწილში "ქართული" იცეკვა (ფოტო და ვიდეო ქორწილიდან) მსახიობმა და მომღერალმა ანდრია გველესიანმა თავის რჩეულზე - მსახიობ მაიკო ვაწაძეზე იქორწინა.

წყვილი 4 წელია ხვდება ერთმანეთს. ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს - ჯგუფელები იყვნენ.

ერთად ითამაშეს სპექტაკლში "მუნჯი ახმედი და ზღვა", რომელშიც შეყვარებულებს განასახიერებდნენ და აქედან დაიწყო მათი სასიყვარულო ამბავიც.

mshoblebi

შემდეგ კიდევ მოუწიათ პარტნიორობა სცენაზე, ცოტა ხნის წინ კი ანდრიამ მაიკო თავის კლიპშიც გადაიღო - "ჩემო გოგონა". შეგიძლიათ ეს კლიპი იხილოთ.

Videomshoblebi

ანდრია გველესიანის ახალი კლიპი, რომელშიც მისი საცოლე მონაწილეობს

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოდან ირკვევა, წყვილი ქორწილში განსაკუთრებულად ლამაზი იყო.

mshoblebi

mshoblebi

ქორწილი რესტორან "თავადურში" გადაიხადეს. მას ბევრი ცნობილი ადამიანი დაესწრო, მღეროდნენ დათო არჩვაძე, ჯემალ სეფიაშვილი და სხვები. წყვილმა კი "ქართული" იცეკვა.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და იხილეთ წყვილის ცეკვა და ფოტოები ქორწილიდან

{{ArticleSplitCont}}

ანდრიას ქორწილში ჩოხა ეცვა, მის რჩეულს კი ულამაზესი, ზურგზე ამოჭრილი საპატარძლო კაბა, გრძელ შლეიფით და მშვენიერი დიადემით.

mshoblebi

mshoblebi

იხილეთ პატარა ვიდეო ქორწილიდან

Videomshoblebi

კადრები ანდრია გველესიანის ქორწილიდან

ცნობისთვის, ანდრიას მშობლები ასევე ხელოვანები არიან. დედა - თეა დემურიშვილი, ცნობილი მომღერალია, საზღვარგარეთ ძირითადად ორ ქალაქში ცხოვრობს – მილანსა და მადრიდში. შვილის ქორწილს, რასაკვირველია, დაესწრო და უმღერა კიდეც წყვილს და სტუმრებს.

მამა, დათო გველესიანი ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტია.

mshoblebi