დედამ 37 წლის შვილი ჯაჭვით დააბა, რომ ნარკომანიისგან განეკურნა - გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა - მშობლები

დედამ 37 წლის შვილი ჯაჭვით დააბა, რომ ნარკომანიისგან განეკურნა - გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა

2018-02-05 07:07:46+04:00

სახლში ნამდვილი ჯოჯოხეთი აღმოაჩინეს - ჯაჭვები, ხელბორკილები, ჯოხები... გამოძიებამ დაადგინა როშალში მცხოვრები 37 წლის გოგოს სიკვდილის მიზეზი. რამოდენიმე დღის წინ ირინა მოსკვიტინა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. მას კიდურებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. გოგონა გარდაიცვალა გონებაზე მოუსვლელად.

პოლიციელები მივიდნენ ირინას დედის სახლში და იქ აღმოაჩინეს ნამდვილი ჯოჯოხეთი: ჯაჭვები, ხელბორკილები, ჯოხები და სისხლის გუბეები. სამართალდამცავ ორგანოებს მეზობლებმა მიმართეს, რადგან მათი სახლიდან გამუდმებით ისმოდა ყვირილის, ბრახუნის და ტირილის ხმა.

მათივე გადმოცემით, დაზარალებული გათხოვილი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში დედასთან ცხოვრობდა. ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ირინას ძალიან მკაცრი დედა ჰყავდა. სამსახურში წასვლის წინ ის ჯაჭვით აბამდა გოგონას, რათა "წესიერად მოქცეულიყო".

ირინას თანაკლასელი მიხეილი ყვება, რომ სკოლაში გოგონა მორიდებული იყო. არ სვამდა, არ ეწეოდა. დედა კი ადექვატური და მშვიდი ქალი გახლდათ.

სკოლის შემდეგ, ირინა საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და უნივერსიტეტში ჩააბარა. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა სკოლაში დაიწყო. გათხოვდა და ქმართან ერთად ახალნაყიდ სახლში ცხოვრობდა.

"ქალებო! ნარკომან ქმართან საწოლში ყოფილხართ?" - პოსტი, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა

"ირას არ ჰყავდა და-ძმა, დედასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ხშირად ურეკავდა. არ ეტყობოდა არაფერი საეჭვო,“ - იხსენებს კიდევ ერთი თანაკლასელი.

ვერსია № 1: სამსახურიდან დათხოვნა, ვალები, ნარკოტიკიკები

5 წლის წინ დედამ შვილს უცნაური ქცევები შენიშნა. შვილი ხშირად აცდენდა სამსახურს და ვალებიც დაიგროვა. 1 წლის შემდეგ მან გაიგო, რომ ირინა ნარკოტიკდამოკიდებული გახდა.

მალე ირინა სამსახურიდან გაათავისუფლეს და მისი დედის ბინა აღრიცხვაზე აიყვანეს.

ვერსია № 2: სამაგალითო მეუღლე და თანამშრომელი

ირინას ყოფილი თანამშრომელი იხსენებს: “ირა არ ყვებოდა სამსახურში თავის პირად ცხოვრებაზე. ქმარი აკითხავდა სამსახურის შემდეგ და ერთად მიდიოდნენ. ძალიან უყვარდა ბავშვები, მაგრამ სამწუხაროდ, საკუთარი შვილი არ ჰყავდა. პრობლემები მეუღლესთან განქორწინების შემდეგ დაეწყო".

mshoblebi

სამართალდამცავი ორგანოები არ ჩქარობენ ირინას სიკვდილში დედამისის დადანაშაულებას. თუმცა წყარო ირწმუნება, რომ ის მართლა აბამდა შვილს გამათბობელ რადიატორზე და ასე "კურნავდა" ნარკოდამოკიდებულებისგან. ოჯახს არ ჰქონდა მკურნალობის საშუალება, ამიტომ ისინი შეთანხმდნენ, რომ დედა დააბამდა მას „ლომკების“ დროს.

ექსპერტიზის დასკვნით, ირინას შინაგანი ორგანოების დაზიანებები არ აღმოაჩნდა. ასევე გამორიცხავენ დოზის გადამეტებას, რადგან იმ მომენტში ნარკოტიკი სისხლში არ იყო აღმოჩენილი. გოგონას შეეძლო „ლომკების“ დროს თვითდაზიანებები მიეყენებინა, რაც გულის გაჩერებას გამოიწვევდა.

"ირა არ იქნებოდა ნარკომანი!“

ირინას ახლობლები შოკირებულები იყვნენ. "ჩემთვის წარმოუდგენელია ნარკომანი, რომელიც ყოველდღე დადის სამსახურში და არაჩვეულებრივად გამოიყურება. იგი იყო ჩვეულებრივი ქალი, რომელსაც პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. უკანასკნელ ფოტოზე, რომელიც ზაფხულში გადაიღო, არაჩვეულებრივად გამოიყურება“.

საბოლოო დასკვნის გაკეთება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ლაბორატორიული ანალიზის პასუხები.

როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა ირინა საკუთარი ნებით ყოფილიყო მიბმული საწოლის ფეხზე?