როდის სჭირდება ბავშვს ფსიქოლოგის დახმარება - ეს სიმპტომები მშობელს არ უნდა გამოეპაროს! - მშობლები

როდის სჭირდება ბავშვს ფსიქოლოგის დახმარება - ეს სიმპტომები მშობელს არ უნდა გამოეპაროს!

2018-02-07 06:46:22+04:00

საინტერესო უფასო ფსიქოლოგიური აქცია, რომელსაც გამოცდილი ფსიქოლოგი და mshoblebi.ge გთავაზობთ მშობლებს ძალიან ხშირად აქვთ შეკითხვები ფსიქოლოგთან, ბავშვის ასაკობრივ კრიზისებზე, ქცევაზე, ასევე საკუთარ პრობლემებსა და სტრესულ გარემოზე. რა ფსიქოლოგიური პრობლემები არ უნდა გამოგეპაროთ და რა საინტერესო აქციას გთავაზობთ - საუბრობს ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი, ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის ცენტრ "დიალოგის" დამფუძნებელი ქეთი მესხიშვილი:

- მინდა ჯერ წარმოგიდგინოთ ჩემი თავი. განათლებით ვარ ფსიქოლოგი, კვებითი ჩვევების სპეციალისტი. მაგისტრის ხარისიხი დავიცავი ფსიქოლოგიურ კონსულტირებაში. ამჟამად ვსწავლობ კავკასიის გეშტალთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტში. მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს ფსიქოლოგიური კონსულტირება, ფსიქოთერაპია, გეშტალტთერაპია; როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებთან. ვმუშაობ ევროპის გეშტალთერაპევტთა ასოციაციის (EAGT) სტანდარტების და ეთიკის კოდექსის დაცვით.

მაქვს პრაქტიკული მუშაობის თითქმის ათწლიანი გამოცდილება. პირადი პრაქტიკის პარალელურად წარმატებით ვთანამშრომლობდი რამდენიმე ორგანიზაციასთან წლების განვალობაში. ცოტა ხნის წინ დავაფუძნე ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი "დიალოგი".

- წლების წინ ფსიქოლოგია არც ისე აქტუალური სფერო იყო, ბოლო დროს სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდა, სკოლებშიც გამოიკვეთა ფსიქოლოგის როლი და ბავშვის აღზრდისა თუ განვითარების საკითხშიც ბევრი აღიარებს ფსიქოლოგის დახმარების აუცილებლობას. რას იტყვით ამ საკითხის გააქტუალურებაზე და ზოგადად ფსიქოლოგის როლზე თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში...

- ის, რომ ფსიქოლოგია თანდათანობით უფრო და უფრო აქტუალური ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა და საამაყოც ჩემთვის პირადად, როგორც ფსიქოლოგისთვის და როგორც ჩვეულებრივი ადამიანისთვის. ვთვლი, რომ ამ მიმართულებით საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ცოდნა, ინფორმაცია და ჯერ კიდევ ისეთი სიძლიერით არ იკვეთება მისი მნიშვნელოვანი როლი, როგორც უნდა იყოს. ფსიქიკური ჯანმრთელობიდან ადამიანი მიდის ფიზიკურ ჯანმრთელობამდე და ჯერ კიდევ ბევრია ამ მიმართულებით გასაკეთებელი. ჩემი როგორც ფსიქოთერაპევტის მიზანი, გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, არის ის, რომ დავეხმაარო ამ სფეროს გახდეს უფრო პოპულარული და კიდევ უფრო მეტად მოთხოვნადი. რაც უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ფსიქოლოგს დახმარებისთვის, მით უფრო მშვიდი და ემოციურად უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო შეიქმნება თითოეული ჩვენგანისათვის.მინდა ვთქვა, რომ ფსიქოლოგთან მისვლის კულტურა ნელ-ნელა ინერგება. მშობლები დღეს ბევრად მეტ ყურაღებას აქცევენ ბავშვის აღზრდის დროს ფსიქოლოგიურ საკითხებს, ვიდრე წელების წინ რაც ძალიან კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი. დღეს ემოციებზე და ბავშვობაზე, როგორც ადამიანის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანეს ფაზაზე, საზოგადოებამ ბევრად მეტი იცის, შესაბამისად ყურადღებაც მეტად ექცევა მშობლების მხრიდან.

- თქვენი გამოცდილებიდან და ქართული რეალობის გათვალისწინებით, რა ასაკის ბავშვის მშობლები მიმართავენ უფრო ხშირად ფსიქოლოგებს? რატომ?

- ჩემს პრაქტიკაში, მომართვიანობა მოზარდების მშობლების მხრიდან უფრო ხშირია. მცირეწლოვანების შემთხვევაში უფრო ხშირად მშობლები დამოუკიდებლად ცდილობენ გაუმკლავდნენ სირთულეებს. ანუ უფრო მეტია მცდელობა მშობლის მხრიდან ბავშვზე გავლენის მოხდენის და ამ გზით მისი ქცევის გაკონტროლების, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია.

- რა ფსიქოლოგიური პრობლემებია უფრო ხშირი და პოპულარული, რისთვისაც ითხოვს მშობელი ფსიქოლოგის ჩარევას?

- ხშირად ჩივიან მშობლები ბავშვების გაუგონრობაზე, სიჯიუტეზე, აგრესიულობაზე, კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ასევე მათ აქტიურ ან პასიურ ქცევაზე სოციალურ გარემოში. ოჯახის ახალი წევრის (დედმამიშვილის) მიმართ დამოკიდებულებაზე, პრობლემები სკოლაში და ა.შ.

- თავად მშობლები რამდენად ხშირად საჭიროებენ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და უფრო რომელ ეტაპზე – ორსულობა, მშობიარობის შემდგომი დეპრესია, პრობლემები ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით და ამის ნიადაგზე გამოწვეული სტრესი, ცოლქმრული პრობლემები და ა.შ.

- ვთვლი, რომ ადამიანი და მით უმეტეს მშობელი, მუდმივად საჭიროებს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ყველაზე მთავარი და საერთო თითოეული ზემოთ ჩამოთვლილის შემთხვევაში არის ადამიანის ფსიქოლოგიური მზაობა. რამდენად აცნობიერებს და არის მზად, გახდეს დედა, შექმნას ოჯახი. აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და აღიაროს, რომ აქვს პრობლემები სექსუალურ ცხოვრებაში პარტნიორთან, ვერ ამყარებს ეფექტურ კომუნიკაციას ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. ხშირ შემთხვევაში ადამიანი მარტო რჩება არსებულ პრობლემასთან და უკიდურეს მდგომარეობაში სანამ არ აღმოჩნდება, არ მიმართავს ფსიქოლოგს. ჰგონია, რომ თავად უნდა გაუმკლავდეს ამ სირთულეებს, რაც ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია. პრობლემები პირად ურთიერთობაში გავლენას ახდენს კარიერულ წინსვლაზე და ა.შ. ერთი გაუცნობიერებელი პრობლემა მომავალში რამდენიმეს ერთად განაპირობებს, მათზე მუშაოაბას კი ბევრად მეტი დრო ჭირდება.

- არის თუ არა შემთხვევები, როდესაც თავად მოზარდი მიმართავს ფსიქოლოგს დახმარებისთვის, მშობლის ჩაურევლად?

- საბედნიეროდ, არის, რა თქმა უნდა, თუმცა მათაც უჭირთ ბოლომდე ფსიქოლოგის როლის საჭიროების გაცნობიერება. ვისურვებდი, რომ მათ უფრო მეტი სითამამე გამოიჩინონ ამ საკითხში და დროულად ითხოვონ დახმარება.

10 ნიშანი იმისა, რომ ბავშვს სტრესი აქვს - არ გამოგეპაროთ!

- ყველაზე ხშირად, რა არის ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი – ოჯახური გარემო, მშობლები, სკოლა, მეგობრები...

- ბავშვი ოჯახში იზრდება და ყველაზე დიდი გავლენა მასზე ოჯახის წევრებს და იმ გარემოს აქვს, რომელშიც ის ცხოვრობს. თუმცა სკოლაში ჩაგვრის შემთხვევებიც ხშირია და ესეც მატრავმირებელი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვისათვის.

- იქნებ ჩამოვთვალოთ რამდენიმე ნიშანი, სიმპტომი, რაც არ უნდა გამოეპაროს მშობელს და მიხვდეს, რომ აუცილებლად მიმართოს ფსიქოლოგს...

- შიშები, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, აგრესიულობა, შემთხვევითი იმპულსები, აკვიატებული ქცევა, დღის ან ღამის ენურეზი, ხშირი ავადმყოფობა, სკოლაში ეფექტურობის დაქვეითება და ა.შ.

საერთოდ ძალიან კარგი იქნება, თუ მშობელს ეცოდინება ბავშვობის სხვადასხვა პერიოდისათვის დამახასიათებელი ნიშნები და სირთულეები, რომლის მიხედვითაც დააკვირდება მოზარდს. ამ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სხვადასხვა სახელმძღვანელოდან ან კონსულტაციით ფსიქოლოგთან.

ბავშვის ასაკობრივი კრიზისი - რა მოვუხერხოთ გაჯიუტებულ პატარას

- რამდენად ხელმისაწვდომია დღეს ფსიქოლოგის მომსახურება - ცნობილია, რომ ზოგადად ეს ძვირი სიამოვნებაა და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვერ ხვდება ადამიანი ფსიქოლოგთან, ესეც არის...

- მე ამ ფაქტს მიზეზად ვერ ჩავთვლიდი. ძალიან ბევრი პროგრამაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სრულიად უფასოდ ემსახურება ადამიანს. ფასებს რაც შეეხება, საკმაოდ დიდი არჩევანია. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანს როდესაც სჭირდება და რაღაცის საჭიროებას ხედავს, ყველაფერს აკეთებს, მაშინ ფსიქოლოგთან ვიზიტისგან თავს არა უსახსრობის გამო, არამედ იმიტომ იკავებს, რომ უბრალოდ არ თქვლის საჭიროდ.

ლელა ზურებიანი