"დედამისს ვეუბნებოდი, საქვეყნოდ ცნობილი მხატვარი იქნება გეგა-მეთქი, მაგრამ..."
პატარა გეგა პატურაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს ატკინა გული. განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
ბიჭი ძალიან კარგად ხატავდა, მიღებული ჰქონდა ჯილდოები, სწორედ მისი ნიჭიერების შესახებ ისაუბრა ზალიკო სულაკაურმა mshoblebi.ge-სთან.
- გეგა 5 თუ 6 წლის იყო, ჩვენს სტუდიაში რომ მოვიდა და საოცრად ხატავდა, გაგვაგიჟა ყველა. ჩემს ტყუპისცალთან დადიოდა სტუდიაში და დაუმთავრებელი ნახატი დარჩა... გერმანიაში 1 ადგილი აიღო, მარტო ჩვენ კი არა, გერმანიაც გადარია... საოცრად კეთილი და საყვარელი ბავშვი იყო, ჩამწყვიტა გული მისმა გარდაცვალებამ. მე დედამისს ვეუბნებოდი, საქვეყნოდ ცნობილი მხატვარი იქნება გეგა-მეთქი, მაგრამ... ეჰ, ისე არაა აწყობილი ცხოვრება, როგორც ჩვენ ვგეგმავთ..." - აღნიშნა მხატვარმა, რომლის სტუდიაშიც გეგა სწავლობდა.
იხილეთ მეტი გეგაზე და მისი ნახატები
რუსკა კილასონია