56 წლის მამაკაცს მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაახსენდა, რომ შვილი მანქანაში ჰყავდა დატოვებული სლოვაკეთში საშინელი ტრაგედია მოხდა: 37 გრადუს სიცხეში, ავტომობილში დატოვებული 2 წლის გოგონა კრისტინკა გარდაიცვალა. ამ ტრაგედიის გამო მთელი სლოვაკეთი შოკირებულია, ბავშვის მშობლები კი ფსიქოლოგების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.
2 წლის გოგონა მანქანაში მამამ დატოვა. როგორც გაირკვა, მამამ შვილის საბავშვო ბაღში მიყვანამდე სამსახურში შეიარა, პატარა კრისტინკა მანქანაში დატოვა, მაგრამ მერე გადაავიწყდა, რომ პატარა ავტომობილში იყო. 56 წლის მამაკაცს მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაახსენდა, რომ შვილი მანქანაში ჰყავდა დატოვებული, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე ძალიან გვიანი იყო
მამას შვილი ნაშუადღებს გაახსენდა და როგორც თვითმხილველები ყვებიან, ღრიალითა და თავში ხელების ცემით გამოვარდა შენობიდან. იმ დროისთვის გამვლელებსაც შეემჩნიათ უგონოდ მყოფი 2 წლის კრისტინკა სიცხეში გაჩერებულ ავტომობილში, ბავშვის სპეციალურ სავარძელზე და პოლიციასაც გამოუძახეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
მამასაც და პოლიციელებსაც ბავშვი გარდაცვლილი დახვდათ. იმ დროისთვის გარეთ 37 გრადუსი სიცხე იყო, ჩაკეტილ ავტომობილში კი, მოგეხსენებათ, ამ დროს სიცხე დაახლოებით 20 პროცენტით მეტია. გაგრძელება