"ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს არ სჭირდებათ თქვენი საჩუქრები!" - მშობლები

"ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს არ სჭირდებათ თქვენი საჩუქრები!"

2018-03-07 18:24:51+04:00

"თუ გინდათ ობოლი და გაჭირვებული ბავშვების დახმარება, გააკეთეთ ეს სწორად" - თუ გინდათ ბავშვთა სახლის აღსაზრდელების თუ გაჭირვებული ბავშვების დახმარება, გააკეთეთ ეს სწორად. - ამბობს ფსიქოლოგი ლუდმილა პეტრანოვსკაია, რომელსაც აქტიური ურთიერთობა აქვს უდედმამო თუ გაჭირვებულ ბავშვებთან, - დაეხმარეთ პატარებს იმაში, რომ არ მოხვდნენ ბავშვთა სახლში. დღესდღეობით ბევრი არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, რომლებიც ეხმარებიან კრიზისულ ოჯახებს, რათა ბავშვები არ მოხვდნენ ბავშვთა სახლებში.

ძირითადად, საუბარია ოჯახებზე, რომლებიც ეკონომიურად რთულ სიტუაციებში იმყოფებიან. ასეთ შემთხვევებში ზოგჯერ საჭიროა მცირეოდენი დახმარება, რათა ბავშვი არ აღმოჩნდეს ბავშვთა სახლში. მაგ: ახალი თეთრეულის ან ქვაბის შეძენა, ფანჯრების შეკეთება (რომ გაიღოს და დაიკეტოს)... ამას არ სჭირდება დიდი თანხები, თუმცა ასეთ ღონისძიებებს რეალურად შეუძლია ბავშვის გადარჩენა, რომ ის არ გახდეს ბავშვთა სახლის აღსაზრდელი.

შეიძლება ფონდებთან დაკავშირება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქტივისტების ჯგუფის შექმნა, მისვლა სოციალური დახმარების სამსახურში და იმ ოჯახების სიის მოთხოვნა, რომელთაც სჭირდებათ დახმარება.

აუცილებლად აღმოაჩენთ ოჯახებს, სადაც დედას 3 შვილი ჰყავს და მისი ხელფასი კი მინიმალურია. მათ წყლის მილები გაუფუჭდათ, ქურა გადაეწვათ... ამ დროს სოციალური სამსახური ითხოვს, რომ ბავშვებს სუფთა თეთრეული ჰქონდეთ, რომლის შეძენის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

ასეთ ოჯახებს კონკრეტული მოთხოვნები გააჩნიათ. ეს საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს იმ ადამიანებისგან, ვინც მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს. მარტო სათამაშოები არ სჭირდებათ მათ. თუ ისინი მივა ადრესატამდე, პირველივე სამი დღის განმავლობაში გაფუჭებული და დამტვრეული იქნება. თუმცა გეთანხმებით, ეს მათ ძალიან ახარებთ. მაგრამ სინამდვილეში ასეთი ბავშვებისთვის სულ სხვა დახმარების გაწევაა საჭირო, რაც მატერიალურზე ბევრად მაღლაა. მათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობების დაკმაყოფილება სჭირდებათ. ყოველთვის ჯობს, სანამ დახმარებას გაუწევთ, თუ ბავშვი მშობლებთან ცხოვრობს, მშობლებს ჰკითხოთ, რა სჭირდება. თუ ბავშვთა სახლშია, დაწესებულების ხელმძღვანელს დაელაპარაკეთ და მას ჰკითხეთ, რა სჭირდებათ უფრო. დახმარებასაც სჭირდება ორგანიზება და დაფიქრება, რომ გაწეული გარჯა გამართლებული და შედეგიანი იყოს.