15 წლის ბიჭი, რომელიც ციფრული ომის ისტორიაში შევიდა და მართლმსაჯულება დააბნია - მშობლები

15 წლის ბიჭი, რომელიც ციფრული ომის ისტორიაში შევიდა და მართლმსაჯულება დააბნია

2018-01-25 15:38:52+04:00

ფული მას არ სჭირდებოდა, ის სამართლიანობისთვის იბრძოდა

15 წლის ბრიტანელმა ბიჭმა ძიების ფედერალური ბიუროს გასაიდუმლოვებული დოკუმენტების ხელში ჩაგდება შეძლო.

დღეს ის 18 წლისაა, აუტისტისტური აშლილობით და უკვე ერთი წელია მისი სასამართლო მიმდინარეობს. მას ამერიკის სპეცსამსახურების კომპიუტერებში შეღწევა და ინფორმაციების მოძიება ედება ბრალად. რაც მთავარია, მოსამართლეებს უჭირთ მისთვის საბოლოო განაჩენის გამოტანა... მას ხომ პაროლები დაშინებითა და ძალადობით არ მოუპოვებია; ბიჭმა ყველა ინფორმაცია დარწმუნების ძალით გაიგო. თანაც ეს ყველაფერი მატერიალური დაინტერესებით კი არა, სამართლიანობისთვის ჩაიდინა. ფიქრობდა, რომ სპეცსამსახურები უსამართლოდ იქცეოდნენ და ამის უკეთესობისკენ შეცვლა სურდა.

mshoblebi

ყველაფერი 3 წლის წინ დაიწყო. ამერიკის უსაფრთხობების მინისტრის ჯეი ჯონსონის ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა. სანამ სამსახურში იყო, სიმშვიდეს გრძნობდა, შინ დაბრუნებულს კი შიში იპყრობდა. ვიღაც საიმედოდ დაცულ ინტერნეტ-სისტემაში დაძვრებოდა და მისი გამოჭერა ვერ ხერხდებოდა. 2015 წლის 18 ივლისს მის მეუღლეს, სიუზანს უცნობი ნომრიდან დაურეკეს, შემდეგ კი უცნაური ტექსტური შეტყობინებები გამოჩნდა. ოჯახის წევრების მობილურებში ჩნდებოდა ახალ-ახალი შეტყობინებები, ისინი ჯონსონის მობილურიდანაც იგზავნებოდა, არადა მინისტრი მათ არ გზავნიდა. ერთხელ კი, როცა ცოლ-ქმარი ტელევიზორის საყურებლად მოემზადა, ეკრანზე გამოჩნდა წარწერა: "თქვენ ჩემი ხართ".

უცნაურობები მხოლოდ ჯონსონის ოჯახში არ ხდებოდა. ძიების ფედერალური ბიუროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მარკ ჯულიანის მეუღლესაც ეგზავნებოდა შემაშფოთებელი შეტყობინებები. ხშირად მეუღლის ნომრიდან იგზავნებოდა შეტყობინება დახმარების თხოვნით. ამ პერიოდში ქალი სპა-სასტუმროში ისვენებდა და მის ნომერს სასტუმროს დაცვა დღეში რამდენჯერმე ამოწმებდა.

ამერიკელი ჩინოვნიკების ტანჯვა მას შემდეგ დასრულდა, როცა პოლიციამ 15 წლის აუტისტი კეინ გემბლი დააკავა.

შავ-თეთრი ადამიანი

"რაც ხდება ამ ბიჭის წარმოსახვაში ორად - შავ-თეთრადაა დაყოფილი. ერთგვარ ვიდეოთამაშს ჰგავს. აქ არის გმირიც და ბოროტმოქმედიც, კარგიც და ცუდიც. ის ცდილობს გამოასწორს ის, რასაც უსამართლოდ მიიჩნევს". - ასეთი დასკვნა გამოიტანა ექსპერტ-ფსიქიატრმა სტეფან დევისმა.

კეინის ოჯახზე მცირე რამაა ცნობილი. ვაჟის დაბადებამდე 3 წლით ადრე დედამისმა ლატარეაში 1,7 მლნ ფუნტი სტერლინგი მოიგო და უძრავ ქონებაში დააბანდა. თუმცა, მალევე გაკოტრდა. კევინი ცენტრალურ ინგლისში, ქალაქ კოალვილში დაიბადა და გაიზარდა. საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო, იშვიათად გამოდიოდა ოთახიდან. 15 წლისთვის მისი ტვინი 12 წლის მოზარდივით იყო განვითარებული. თუმცა, ეს საკმარისი გამოდგა, რომ მსოფლიო ბოროტების განადგურების გეგმა - "არასამართლიანობა, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება ავრცელებს" - შეედგინა. ფული მას არ სჭირდებოდა, ის სამართლიანობისთვის იბრძოდა.

mshoblebi

"სულ უფრო მეტად მაღელვებდა კორუმპირებულობა, სიცივე და ანგარიშიანობა, ამერიკის სახელწიფოს მეთაურებში. ვთვლიდი, რომ რაღაც უნდა მეღონა". ეს ამონარიდია ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს ჟურნალისტს "ტვიტერის" ექაუნთიდან მისცა. ანონიმურობის შენარჩუნება მას საუკეთესოდ გამოსდიოდა.

მომხდარი კიბერპანკის ჟანრის რომანს დაემსგავსა.

15 წლის აუტისტმა მარტივად "გატეხა" მსოფლიოს ყველაზე საიმედოდ დაცული დაცვის ურთულესი სისტემა და, პირდაპირი გაგებით, მსხვერპლის ბინაში შეიჭრა. მისი მსხვერპლის სიაში ჯონსონისა და ჯულიანის გარდა მოხვდნენ: დაზვერვის უფროსი ჯონ ბრენანი, დაზვრევის სამსახურის ხელმძღვანელი ჯეიმს კლეპერი, ძიების ფედერალური აგენტი ემი ჰესი (მის პირად კომპიუტერზე გემბლმა გაუშვა პალესტინასთან დაკავშირებული ვიდეორგოლი, როდესაც ჰესი დოკუმენტებზე მუშაობდა) და სხვები.

გემბელის ნადავლმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა: ბრენანის ფოსტიდან მან ასლები გადაუღო ზესაიდუმლო დოკუმენტებს. მას შემდეგ რაც გამოძიების ბაზაში შეიჭრა, ქსელში გამოჩნდა ერაყთან და ავღანეთთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დოკუმენტები. მან ინტერნეტში გამოაქვეყნა ძიების ფედერალური ბიუროს 20 ათასი აგენტის და 9 ათასი სამართალდამცველის მონაცემები. ინფორმაციებს WikiLeaks-ის საიტზე აქვეყნებდა.

უსაფრთხოების სამინისტრომ ჰაკერის ძიებაზე 40 ათასი დოლარი დახარჯა. მხოლოდ ერთხელ დაუშვა გემბლმა შეცდომა, როცა დაუდევრობა გამოიჩინა და საიდუმლო მასალების ბაზაში უდროო დროს შევიდა. სადაც უამრავი საიდუმლო შეიტყო, მათ შორის, - 2010 წელს მექსიკის ყურეში მომხდარი Deepwater Horizon-ის აფეთქების დეტალები. ამის შემდეგ ამერიკელმა სპეცსამსახურებმა მის კვალს მიაგნეს და ბრიტანელ კოლეგებს მისი დაკავება დაავალეს. ასე გაირკვა, რომ გემბლი ჰაკერი არ ყოფილა.

mshoblebi

ადამიანური სულების ინჟინერი

გემბლი ჰაკერი არ ყოფილა. მას თითქმის არაფერი გაეგება ციფრებში. ის დარწმუნების ძალით მოქმედებდა. მაგალითისთვის, როცა ბრენანის აკაუნტზე ნებართვა დასჭირდა, Verizon-ის ქსელის ოპერატორს კომპანიის თანამშრომლად წარუდგა. ის საკმაოდ თავდაჯერებულად მოქმედებდა და სასურველიც მიიღო. შემდეგ ვა-ბანკზე წავიდა, კომპანიას თავი დაზვერვის უფროსად წარუდგინა და კომპიუტერთან წვდომის უფლება მოითხოვა. როცა ოპერატორმა კონტრკითხვა დაუსვა - მისი პირველი შინაური ცხოველის სახელი - პასუხი ვერ გასცა, მაგრამ იმდენად დამაჯერებლად და ჯიქურ მოქმედებდა, რომ ნდობა მოიპოვა და კონტრკითხვა და პინ-კოდი შეუცვალეს. შედეგად, მოზარდი დაზვერვის საიდუმლო ინფორმაციებს გაეცნო. რადგან მოწყობილობებს ერთი ქსელი ჰქონდათ, კეინი ბრენანის მეუღლის iPad-საც გაეცნო. სადაც არანაკლებ მნიშვნელოვან ინფორმაციებს გადააწყდა.

იმავე სქემით მოქმედებდა, როცა ჯულიანოსა და კლეპერის მონაცემთა ბაზასთან დასჭირდა დაკავშირება. Comcast-ის ქსელის თანამშრომლებმა მარტივად გასცეს მსხვერპლის პაროლიცა და აკაუნტიც. მან ძიების ფედერალური ბიუროს ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებიც დაარწმუნა, რომ თავად მარკ ჯულიანო იყო და ძიების ყველა საიდუმლო დოკუმენტის მოპოვება შეძლო.

ქსელის მეგობრები

კეინ გემბლი მარტო არ მოქმედებდა. ის CWA, Crackas With Attitude-ის გუნდის წევრი იყო. რამდენი ადამიანისგან შედგებოდა CWA არავინ იცის. გემბლი მათთან ონლაინ ურთიერთობდა. მან მეგობრები არ გასცა. გასული წლის ოქტომბერში ბრიტანეთის სასამართლომ გემბლი დაადანაშაულა, რომ მას 8 კომპიუტერთან ჰქონდა წვდომა და ავრცელებდა საიდუმლო ინფორმაციებს.

დღემდე გაუგებარია, რა სასჯელს გაუმოუტანენ მას მოსამართლეები. მთავარი კი ისაა, რომ გემბლის სახელი ციფრული ომის ისტორიაში ჩაიწერა. კიბერპანკი იმაზე ახლოს აღმოჩნდა, ვიდრე ეს ზოგიერთს ეგონა და მას უფრო ადამიანური სახე ჰქონია, ვიდრე ეს ფანტასტებს ეგონათ.